რუსთავის მერი გლობალური მერების შეთანხმების მმართველი საბჭოს წევრობის კანდიდატად წარადგინეს

კლიმატის ცვლილების საბჭოს მერების შეთანხმების ხელმომწერი მუნიციპალიტეტების საკოორდინაციო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა.

ღონისძიების ფარგლებში, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე გლობალური მერების შეთანხმების მმართველი საბჭოს წევრობის კანდიდატად წარადგინეს.გლობალური მერების შეთანხმების მმართველ საბჭოს ორი თანათავმჯდომარე ჰყავს – ევროკომისიის მწვანე გარიგების ვიცე-პრეზიდენტი ფრანს ტიმერმანსი და ნიუ-იორკის ყოფილი მერი მაიკლ ბლუმბერგი.

შეხვედრაზე საკოორდინაციო ჯგუფის მუშაობის ანგარიშის პრეზენტაციაც მოეწყო. ანგარიში რუსთავის მერმა წარადგინა და საკოორდინაციო ჯგუფის თავმჯდომარეობის ერთი წელი შეაჯამა. ნინო ლაცაბიძემ ვრცლად ისაუბრა კლიმატურ პრობლემებზე, არსებულ გამოწვევებზე, კლიმატის ცვლილებით გამოწვეული საფრთხეების შემცირების მიზნით გატარებულ პრევენციულ ღონისძიებებსა და განსახორციელებელ ენერგოეფექტურ გეგმებზე.

საქართველოში კლიმატის ცვლილებით გამოწვეული საფრთხეების პრევენციული ღონისძიებების კოორდინირების მიზნით, 2020 წელს, კლიმატის ცვლილების საბჭო შეიქმნა.საბჭოს საკოორდინაციო ჯგუფის საქმიანობის მიზანი, კი კლიმატის ცვლილების სფეროში, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს შორის კოორდინაციაა.

პროექტი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის (REC Caucasus). გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) და გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის(UNEP) ხელშეწყობით ხორციელდება.

რუსთავი ,,მერების შуთანხმებას” 10 წლის წინ შეუერთდა და პროექტის ხელმომწერ სხვა მუნიციპალიტეტებთან ერთად, 2030 წლისთვის, CO₂-ის ემისიის 40%-მდე შემცირების ვალდებულება აიღო.

 

 

წინა 21 ივლისს, 20:00 საათზე, გიორგი ჭყონდიდელის სახელობის ახალ სკვერში, სტუდია ,,ART LIFE-ის კონცერტი გაიმართება