შპს „ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიას“ მიერ რუსთავის გაერთიანებული ცემენტის ქარხნის ექსპლუატაციის პირობების ცვლილების სკრინინგის ანგარიშის შესახებ

სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში გზშ-ის პროცედურის ჩატარების საჭიროების დადგენის მიზნით, შპს „ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიას“ მიერ წარდგენილია რუსთავის გაერთიანებული ცემენტის ქარხნის ექსპლუატაციის პირობების ცვლილების სკრინინგის ანგარიშის განცხადება.

სკრინინგის ანგარიშის განცხადების შესახებ ინფორმაცია თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად განთავსებულია გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე – www.ei.gov.ge. გთხოვთ, დოკუმენტაციასთან დაკავშირებული შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენა უზრუნველყოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში 2023 წლის 28 დეკემბრის ჩათვლით. მისამართზე: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის გამზირი №150 ან ელ-ფოსტაზე: eia@mepa.gov.ge.

 

წინა რუსთავში სახიფათო და არასახიფათო ნარჩენების წინასწარი დამუშავებისა და აღდგენის საწარმოს მოწყობისა და ექსპლუატაციის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის შესახებ