რუსთავში, ახალგაზრდული ფორუმი – ,,ახალგაზრდების სოციალური და ეკონომიკური გაძლიერებისთვის” გაიმართა

ახალგაზრდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, რუსთავის სპორტის სასახლეში, ადგილობრივი თვითმმართველობის ახალგაზრდული ფორუმი – ,,ახალგაზრდების სოციალური და ეკონომიკური გაძლიერებისთვის” გაიმართა.

ღონისძიებაში სტუდენტები, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

ფორუმი რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ გახსნა. შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გივი მიქანაძემ, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემელაძემ, პარლამენტარმა გიორგი ჩაკვეტაძემ, რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი შატაკიშვილმა და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი დოხტურიშვილმა.

ფორუმი პანელური დისკუსიის ფორმატში წარიმართა. ღონისძიების მონაწილეებმა განსაზღვრეს თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობები რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდების სოციალური და ეკონომიკური განვითარებისთვის. იმსჯელეს 2023-2026 წლებისთვის სახელმწიფო ახალგაზრდული სტრატეგიის განხორციელებაში ადგილობრივი ხელისუფლების როლის გაძლიერებაზე, ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობის, სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის, ახალგაზრდული ინიციატივებისა და პროექტების დაფინანსების საკითხებზე.

ღონისძიების ფარგლებში, კენჭი უყარეს ასევე რეზოლუციის პროექტს – „ახალგაზრდების სოციალური და ეკონომიკური გაძლიერებისთვის’’.

2024 წლის „ადგილობრივი თვითმმართველობის ახალგაზრდული ფორუმი’’ თბილისის საკრებულოს, რუსთავის მერიის და პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის ორგანიზებით, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, ახალგაზრდობის სააგენტოს და საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) მხარდაჭერით ჩატარდა.

წელს ახალგაზრდული ფორუმი მეოთხედ გაიმართა.

ფორუმის ფარგლებში, დღის ბოლოს, რუსთავის პარკში, Tika Balanchine & New One – ის კონცერტი ჩატარდა.

წინა 2024 წლის რთველთან დაკავშირებით, ყურძნის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გამოყოფის შესახებ