სამთავრობო პროგრამის ფარგლებში, რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიაში, სამთვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი გამოცხადდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, 2025 წლის პირველი სექტემბრიდან საჯარო დაწესებულებებში, ასევე, საჯარო დაწესებულებების სისტემაში შემავალ საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებში, სამთვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი ცხადდება.

სტაჟირების მსურველებს განაცხადის გაკეთება, 2025 წლის პირველი სექტემბრიდან 10 სექტემბრის ჩათვლით, მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებადი ვებგვერდის – www.hr.gov.ge-ის მეშვეობით სხვადასხვა უწყების მიერ გამოცხადებულ 3 000-მდე კონკურსზე შეუძლიათ.

რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიაში სტაჟირება შეიძლება გაიარონ შემდეგ პოზიციებზე:

ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ტრანსპორტის სამსახურის სტაჟიორი

საფინანსოსაბიუჯეტო სამსახურის სტაჟიორი

მუნიციპალური ინსპექციის სტაჟიორი

არქიტექტურის სამსახურის სტაჟიორი

ქონების მართვის და ეკონომიკური განვითარების სამსახურის სტაჟიორი

 

 

 

 

 

 

 

წინა შპს „ალტერვეისტის“ მიერ, 10 ტონაზე მეტი სახიფათო ნარჩენების დროებითი შენახვის ობიექტის მოწყობისა და ექსპლუატაციის სკრინინგის ანგარიშის შესახებ