ქვემო ქართლის რეგიონში დასაქმების მასშტაბური ფორუმი დაიწყო

ფორუმი დღეს რუსთავში, გიგა ლორთქიფანიძის სახელობის პროფესიულ-დრამატულ თეატრში მოეწყო და რუსთავის და გარდაბნის მუნიციპალიტეტები მოიცვა.
 
დასაქმების ფორუმს, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი, საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი შატაკიშვილი და გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი დავით კარგარეთელი ესწრებოდნენ.
 
35-მა კერძო კომპანიამ დასაქმების მსურველებს 500-მდე ვაკანსია შესთავაზა.
 
სამუშაოს მაძიებლებს, შესაძლებლობა ჰქონდათ, გასაუბრებოდნენ პოტენციურ დამსაქმებლებს და ერთდროულად რამდენიმე ვაკანსიის შესახებ მიეღოთ ინფორმაცია.
 
ფორუმი დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ირგანიზებით, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და რეგიონის მუნიციპალიტეტების მხარდაჭერით იმართება და ეტაპობრივად, ქვემო ქართლის ყველა მუნიციპალიტეტს მოიცავს.
წინა რუსთავის მერიის ასამდე თანამშრომელმა პროფესიული ტრენინგ-კურსები გაიარა