რუსთავის მერიამ პირველი მუნიციპალური რეფორმების ცენტრი დააფუძნა

რუსთავის მერიამ პირველი მუნიციპალური რეფორმების ცენტრი დააფუძნა. ცენტრის პრეზენტაცია, რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, მერიის რეფორმების ჯგუფთან ერთად, მუნიციპალური სერვისების ახალ ცენტრში წარადგინა. პრეზენტაციას სახელმწიფო რწმუნებული ქვემო ქართლში გიორგი დოხტურიშვილი, რუსთავის საკრებულოს ფრაქცია ქართული ოცნების წევრები და მუნიციპალიტეტის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მუნიციპალური რეფორმების ცენტრი, სხვადასხვა დარგის მოწვეულ სპეციალისტებთან და ექსპერტებთან ერთად, 3 ძირითადი მიმართულებით იმუშავებს: დაგეგმავს […]

შპს „ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიას“ მიერ რუსთავის გაერთიანებული ცემენტის ქარხნის ექსპლუატაციის პირობების ცვლილების პროექტის სკრინინგის ანგარიშის შესახებ

სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში გზშ-ის პროცედურის ჩატარების საჭიროების დადგენის მიზნით, შპს „ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიას“ მიერ წარდგენილია რუსთავის გაერთიანებული ცემენტის ქარხნის ექსპლუატაციის პირობების ცვლილების პროექტის სკრინინგის ანგარიშის განცხადება. სკრინინგის ანგარიშის განცხადების შესახებ ინფორმაცია თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად განთავსებულია გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე – www.ei.gov.ge. გთხოვთ, დოკუმენტაციასთან დაკავშირებული შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენა უზრუნველყოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში 2023 წლის 10 […]

რუსთავში ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, 97 691 668 ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება

2023 წელს, რუსთავში  97 691 668 ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება. რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას, შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად, ქალაქის რამდენიმე ლოკაციაზე გაეცნო. ქალაქის მერი, მონიტორინგის მიზნით, აფხაზეთის, რჩეულიშვილისა და რუსთაველის ქუჩებზე იმყოფებოდა. ნინო ლაცაბიძემ N1 საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია-რესტავრაციის, ასევე ქალაქის შემოსასვლელის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში მიმდინარე – ,,თავისუფლების რაშების“ სკულპტურის მონტაჟისა […]

ნინო ლაცაბიძე – ,,ვაგრძელებთ მუშაობას რუსთავის წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით, რუსთავის მერია აქტიურადაა ჩართული GWP-ის პროექტების საზედამხედველო ნაწილში

რუსთავის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის პროცესის მონიტორინგის მიზნით, რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ კომპანია GWP-ის წარმომადგენლებთან, მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, GWP-ის გენერალურ დირექტორ ხოსე მიგელ სანტოსს, ,,რუსთავის წყლის” ახალ დირექტორ მიგელ ამხელ მაზო ესტებანეზს, მოადგილეებთან და ფრაქცია ,,ქართული ოცნების” წევრებთან ერთად შეხვდა. სამუშაო შეხვედრაზე, დეტალურად განიხილეს რუსთავის წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით განხორციელებული და მიმდინარე […]

ნინო ლაცაბიძე – არაერთი წერილობითი თხოვნის, ოფიციალური მიმართვის, თუ საჯარო განცხადების მიუხედავად, რუსთავის საკრებულოს უმრავლესობა, მავნებლური უმოქმედობის პოლიტიკას დღემდე აგრძელებს

რუსთავის მერიამ, საკრებულოს ოპოზიციური პარტიების ქმედებები სასამართლოში გაასაჩივრა, – ამის შესახებ რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, არაერთი წერილობითი თხოვნის, ოფიციალური მიმართვის, თუ საჯარო განცხადების მიუხედავად, რუსთავის საკრებულოს უმრავლესობა, მავნებლური უმოქმედობის პოლიტიკას დღემდე აგრძელებს. „ბოლო ორი წლის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც ამჟამინდელი საკრებულო, ფუნქციონირებას შეუდგა, რუსთავის მერია, ქალაქის განვითარებისთვის საჭირო […]

რუსთავში, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის, ალექსანდრე წივწივაძის სახელობის ღია პირველობა გაიმართა ნიჩბოსნობაში

რუსთავის ცენტრალურ პარკში, ნიჩბოსნობის აკადემიის ბაზაზე, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის ალექსანდრე წივწივაძის სახელობის ღია პირველობა ჩატარდა. ტურნირი, პარკის ტერიტორიაზე არსებულ ტბაზე ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში მონაწილეობას, ქართველი და სომხეთიდან ჩამოსული სპორტსმენები იღებდნენ. ტურნირს, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი შატაკიშვილი, ქალაქის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ წევრები, საქართველოს ნიჩბოსნობის ფედერაციისა და […]

28-29 ოქტომბერს, რუსთავის პარკში, დამსახურებული მწვრთნელის, ალექსანდრე წივწივაძის სახელობის ტურნირი გაიმართება ნიჩბოსნობაში

რუსთავის  ცენტრალურ პარკში, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის, ალექსანდრე წივწივაძის სახელობის ღია პირველობა გაიმართება ნიჩბოსნობაში. ტურნირში მონაწილეობას რუსთავის, თბილისის, დუშეთის, ბათუმის,  მცხეთის, ფოთის, ქუთაისის და სომხეთის გუნდები მიიღებენ. გამარჯვებულები თასებით, მედლებით და სიგელებით  დაჯილდოვდებიან. ალექსანდრე წივწივაძის სახელობის ღია პირველობა ტრადიციულია და ყოველ წელს იმართება. ტურნირი მერიის სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის ორგანიზებით ჩატარდება.

ნინო ლაცაბიძე – რუსთავში წყალმომარაგების მიმართულებით, პრობლემების საბოლოოდ აღმოსაფხვრელად, მაგისტრალურ ქსელზე მასშტაბური სამუშაოები გრძელდება

რუსთავის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. კომპანია GWP-იმ ხრამის სათავე ნაგებობიდან გამომავალი მაგისტრალური ქსელის განახლების სამუშაოები დაიწყო. პროექტის მიმდინარეობის მონიტორინგის მიზნით, სამუშაოებს რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე და საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი შატაკიშვილი მერის მოადგილე ბესიკ ტოგონიძესა და საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების’’ წევრებთან ერთად, ადგილზე გაეცნენ. ,,რუსთავში წყალმომარაგების მიმართულებით, პრობლემების საბოლოოდ […]

შპს „ჯეო ენტერპრაიზის“ მიერ ქ. რუსთავში მეტალურგიული საწარმოს ექსპლუატაციის პირობების ცვლილების პროექტის საჯარო განხილვის შესახებ

გზშ ანგარიშის საჯარო განხილვა – შპს „ჯეო ენტერპრაიზის“ მიერ ქ. რუსთავში მეტალურგიული საწარმოს ექსპლუატაციის პირობების ცვლილების პროექტი დაგეგმილი საქმიანობის დასახელება: მეტალურგიული საწარმოს ექსპლუატაციის პირობების ცვლილება დაგეგმილი საქმიანობის განმახორციელებელი: შპს „ჯეო ენტერპრაიზი“ დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილი: ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტი საჯარო განხილვის ორგანიზატორი: სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი დაგეგმილი საქმიანობის გზშ ანგარიშის საჯარო განხილვის დრო და […]

საქართველოს სახელმწიფოს ენერგეტიკული პოლიტიკის, ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნული ინტეგრირებული გეგმის სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვის შესახებ

დაგეგმილი საქმიანობის დასახელება: საქართველოს სახელმწიფოს ენერგეტიკული პოლიტიკა, ენერგეტიკა და კლიმატის ეროვნული ინტეგრირებული გეგმა დაგეგმილი საქმიანობის განმახორციელებელი: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილი: საქართველო (მთელი ქვეყნის მასშტაბით) საჯარო განხილვის ორგანიზატორი: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო დაგეგმილი საქმიანობის სგშ ანგარიშის საჯარო განხილვის დრო და ადგილი: · 2023 წლის 1 დეკემბერი, 11:00 საათი, […]