განცხადება სკრინინგის ანგარიში
რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე ბაგა-ბაღების გაერთიანების ფილიალების ხელმძღვანელებს შეხვდა. ნინო ლაცაბიძემ მათ ქალაქის ახალი განვითარების გეგმა, განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები გააცნო. რუსთავის მერმა შეხვედრის მონაწილეებს, ბაგა-ბაღების რეაბილიტაციის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოებისა და დაგეგმილი პროექტების შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია. შეხვედრას მერის პირველი მოადგილე კახა გურული და სამსახურის ხელმძღვანელები დაესწრნენ. ქალაქის მერის განცხადებით, ამ ეტაპზე აქტიურ ფაზაშია N1 […]
რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე ქალაქის სამუსიკო სკოლების თანამშრომლებს შეხვდა. რუსთავის მერმა, მათ ქალაქის ახალი განვითარების გეგმის ფარგლებში განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები გააცნო. ნინო ლაცაბიძემ, რუსთავში სახელოვნებო სფეროს განვითარებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ რეფორმის მიმდინარეობისას, სამუსიკო სკოლების თანამშრომლების რეკომენდაციებისა და წინადადებების მოსმენა მისთვის ძალზედ მნიშვნელოვანი იქნება. მუსიკალური სკოლების პედაგოგებთან შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში წარიმართა. შეხვედრას რუსთავის […]
რუსთავში, საქართველოს შვიდ სხვა მუნიციპალიტეტთან ერთად, პროექტი – კარგი ფინანსური მმართველობა ადგილობრივ დონეზე საქართველოში’’ განხორციელდება. პროექტის პრეზენტაციას, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი, რუსთავის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი მამუკა მამაიაშვილი და პროექტისთვის შერჩეული საპილოტე მუნიციპალიტეტების […]
რუსთავის მერია, ქალაქის ახალი განვითარების გეგმის ფარგლებში, მუნიციპალური ავტოტრანსპორტის სფეროს რეფორმას განაგრძობს. რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, მუნიციპალური ტრანსპორტის სამსახურის თანამშრომლებს შეხვდა და ქალაქის ახალი განვითარების გეგმა, სატრანსპორტო სფეროში განხორციელებული რეფორმის შედეგები და სამომავლო გეგმები გააცნო. შეხვედრას რუსთავის მერის მოადგილე ბესიკ ტოგონიძე და მუნიციპალური ავტოტრანსპორტის საწარმოს ხელმძღვანელი ჯურხა ბენდელიანი ესწრებოდნენ. ,,რუსთავში მნიშვნელოვანი სატრანსპორტო რეფორმა მიმდინარეობს, რომლის […]
,,ოქსიგენის“ სლოგანი წელს – ,,ჩაისუნთქე ისტორია“ იყო. ფესტივალი, ტრადიციულად რუსთავის ცენტრალურ პარკში, ისტორიული ციხის ტერიტორიაზე, 1 ივლისს გაიხსნა და 9 ივლისის ჩათვლით გაგრძელდა. Oxygen Fest-ის ფარგლებში, პარკში არსებულ ტბაზე, ორი დღის განმავლობაში, Fishing Fest-ი გაიმართა, სამი დღე ,,კინო დღეები 2023“-ს დაეთმო, 7, 8 და 9 ივლისს კი ფესტივალმა მუსიკალურ დღეებს უმასპინძლა. ,,ჩაისუნთქე ისტორია“ იყო წელს […]
რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, კომპანია ,,რუსთავის წყლის“ მფლობელი GGU ჯგუფის გენერალურ დირექტორ ხოსე მიგელ სანტოსს შეხვდა. შეხვედრაზე, ნინო ლაცაბიძემ, ქალაქის წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით კომპანიის მიერ უკვე შესრულებული და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ, დეტალური ინფორმაცია მოისმინა. ,,GWP-ის წარმომადგენლებთან დღეს გვქონდა მორიგი სამუშაო შეხვედრა, ვისაუბრეთ იმ მნიშვნელოვან პროექტებზე, რომელთაც კომპანია, რუსთავში დღეს ახორციელებს. ჩვენ ასევე ვისაუბრებთ 2024-2026 წლების […]
მუსიკალური დღეები -“ჩაისუნთქე ისტორია”, ჯგუფ REGGAEON-ის, ,,ჩვენებურების“, ,,შერეკილების“, KILEMA MADAGASCAR-ისა და GAGA-FRANI-ის კონცერტით გაიხსნა. 8 ივლისს საფესტივალო სივრცე ნიაზ დიასამიძეს, Micro bax Berika-ს, Guri-ს, de sal-სა და Sumo-ს უმასპინძლებს, 9 ივლისს კი ოქსიგენის სივრცე ძირითადად რუსთაველ შემსრულებლებს დაეთმობათ და მალხაზ ხონელიძე – DESPANI, ,,ზარები“, PAPANUSI, STRANGE BREW, JADMAN, GEOBIT PRODUCTION PROCESS, ,,უსახელოური“ და ზურა ყარალაშვილი, […]
დაგეგმილი საქმიანობის დასახელება: მეტალურგიული საწარმოს ექსპლუატაციის პირობების ცვლილება; დაგეგმილი საქმიანობის განმახორციელებელი: შპს „ჯეო ენტერპრაიზი”; დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილი: რუსთავის მუნიციპალიტეტი; საჯარო განხილვის ორგანიზატორი: სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო; დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვის დრო და ადგილი: 2023 წლის 14 ივლისი, 14:00 საათი, ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის შენობა; “გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის” თანახმად, სკოპინგის დასკვნის მიმღებ უფლებამოსილ ორგანოს წარმოადგენს სსიპ გარემოს […]