შპს „ვივაცემენტის“ მიერ ქ. რუსთავში, ცემენტის საწარმოს ექსპლუატაციის პირობების ცვლილების სკოპინგის ანგარიშის შესახებ

სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა – შპს „ვივაცემენტის“ მიერ ქ. რუსთავში ასფალტის საწარმოს ექსპლუატაციის პირობების ცვლილების პროექტი

დაგეგმილი საქმიანობის დასახელება: ასფალტის საწარმოს ექსპლუატაციის პირობების ცვლილება

დაგეგმილი საქმიანობის განმახორციელებელი: შპს „ვივაცემენტი“

დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილი: ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტი

საჯარო განხილვის ორგანიზატორი: სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვის დრო და ადგილი: 2023 წლის 19 დეკემბერი, 12:00 საათი, ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის შენობა (მის: კოსტავას ქ. N20)

„გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ თანახმად, სკოპინგის დასკვნის მიმღებ უფლებამოსილ ორგანოს წარმოადგენს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო.

საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.

წარმოდგენილ სკოპინგის დოკუმენტაციასთან დაკავშირებით წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ, წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2023 წლის 21 დეკემბრის ჩათვლით,  მისამართზე: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის გამზირი N150 ან ელ-ფოსტაზე: eia@mepa.gov.ge (გთხოვთ, შენიშვნის/მოსაზრების ელ-ფოსტაზე გამოგზავნისას მიუთითოთ შემდეგი ადრესატი: სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს). დამატებით გაცნობებთ, რომ მოთხოვნის შემთხვევაში, წარმოდგენილი დოკუმენტაციის ნაბეჭდი/მატერიალური ვერსიის ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი. საჯარო განხილვასთან დაკავშირებით შეგიძლიათ, დაუკავშირდეთ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრს (ტელ: (+995 322) 112023, ელ-ფოსტა: ph@eiec.gov.ge, მისამართი: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N32გ).

გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის მე-9 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, 2023 წლის 22 ნოემბერს, საქმიანობის განმახორციელებლის მიერ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში წარდგენილ იქნა განცხადება სკოპინგის დასკვნის გაცემის თაობაზე. აღნიშნული განცხადების რეგისტრაციიდან, არაუადრეს 26-ე დღისა და არაუგვიანეს 30-ე დღისა სააგენტო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე გასცემს სკოპინგის დასკვნას, რომლითაც განისაზღვრება გზშ ანგარიშის საჭირო კვლევების, მოსაპოვებელი და შესასწავლი ინფორმაციის ჩამონათვალი. სკოპინგის დასკვნის გაცემისას შესაძლებელია გამოყენებულ იქნას სახელმძღვანელო დოკუმენტი „გარემოზე ზემოქმედების შეფასების შესახებ“.

პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:

https://ei.gov.ge/ka/info/b4a2c388-3405-4125-bb97-eb7d426090fe

 

 

 

 

წინა ნინო ლაცაბიძე – ,,პროექტი ,,ახალი სიმწვანე ახალი თაობისგან“ შეიქმნა იმისთვის, რომ ახალგაზრდებს საკუთარ ქალაქზე ზრუნვის, დასაქმებისა და ეკონომიკური გაძლიერების შესაძლებლობა მივცეთ”