რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, 2022 წელის ანგარიში, არასამთავრობო ორგანიზაციების წინაშე წარადგინა. მუნიციპალური რეფორმები და ახალი სერვისები, 50-მდე ინფრასტრუქტურული პროექტი, სოციალური პროგრამები, ახალგაზრდული, სოციალური, კულტურული, სტუდენტური პროგრამები, ასეთი იყო ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტის პრიორიტეტები 2022 წელს რუსთავში. ,,დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში” გამართული შეხვედრა, ნინო ლაცაბიძის ანგარიშის პრეზენტაციით დაიწყო და კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. „რუსთავის მერიამ დაიწყო 2022 წლის […]
რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, 2022 წელს შესრულებული სამუშაოს ანგარიში, პირველად სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წინაშე წარადგინა. ,,სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წარვუდგინე 2022 წლის ანგარიში. მოვისმინე მათი მოსაზრებები, იმაზე, თუ როგორ ესახებათ რუსთავის შემდგომი განვითარება, რა არის საჭირო იმისთვის, რომ ქალაქში მიმდინარე რეფორმები და პროექტები რუსთაველებზე უფრო მეტად მორგებული და ეფექტიანი იყოს. ეს პროცესი გაგრძელდება, უახლოეს პერიოდში შევხვდები […]
აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) თვითმმართველობების ახალი პროგრამა წარადგინა. ადგილობრვი თვითმმართველობების ახალი პროგრამა, USAID-ის ადმინისტრატორის მოადგილე ერინ მაქქიიმ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანთან ერთად გახსნა. აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ახალი პროგრამა, საქართველოში მიმდინარე დეცენტრალიზაციის და საჯარო მმართველობის რეფორმის ხელშეწყობას, ადგილობრივ თვითმმართველობებში ეფექტიანობის, ანგარიშვალდებულებისა და მოქალაქეთა ჩართულობის ხარისხის გაზრდას ითვალისწინებს და მასში […]
რუსთავის მერიაში, ქალაქის მერის, ნინო ლაცაბიძის მიერ ინიცირებული სტუდენტური პროგრამის – ,,მართე შენი ქალაქი“ მესამე ეტაპი დასრულდა. რუსთავის მერი, დღეს პროექტის მონაწილე სტუდენტებს შეხვდა. ნინო ლაცაბიძე სტაჟირების პროგრამაში ჩართულ სტუდენტებს გაესაუბრა და მათი შთაბეჭდილებები მოისმინა. ,,რუსთავის მერიაში ძალიან საინტერესო პროგრამას ვახორციელებთ. ეს პროგრამა წარმატებული აღმოჩნდა, იქედან გამომდინარე, რომ ძალიან დიდია დაინტერესება ახალგაზრდების მხრიდან. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, […]
1-დან 12 ნოემბრის ჩათვლით, რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის პროფესიული მუნიციპალური დრამატული თეატრი კომედიის თეატრალურ ფესტივალს მასპინძლობს. ფესტივალი თეატრის სკვერში საზეიმო ღონისძიებითა და ცისფერ დარბაზში თეატრისა და კინოს ვარსკვლავებთან შეხვედრით გაიხსნა. ფესტივალი, რომელიც რუსთავის მერიის ხელშეწყობით ტარდება, ტრადიციულად მარჯანიშვილის თეატრმა გახსნა. დასმა მაყურებელს ლევან წულაძისა და თემო კუპრავას სპექტაკლი ,,ფიგაროს ქორწინება“ წარუდგინა. ღონისძიებას, რუსთავის მერი ნინო […]
რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, გაეროს მუდმივ კოორდინატორს საქართველოში, საბინე მახლის შეხვდა. შეხვედრას გაეროს მოსახლეობის ფონდის, გაეროს განვითარების პროგრამის, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციისა და გაეროს გლობალური კომუნიკაციების დეპარტამენტის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. ნინო ლაცაბიძემ, სტუმრებს რუსთავში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების, პროექტებისა და არსებული გამოწვევების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. როგორც რუსთავის მერმა განაცხადა, რეფორმების შედეგად, მუნიციპალური სერვისები მოქალაქეებზე უფრო მეტად […]
რუსთავის საკრებულოს ოპოზიციურმა უმრავლესობამ დღევანდელ სხდომაზე, რუსთავის მერიას ულტიმატუმი წაუყენა. დღის წესრიგით გათვალისწინებული პირველი საკითხი, რომელიც ქალაქის ბიუჯეტის გაზრდა იყო, საკრებულომ ბიუროს სხდომაზე განიხილა და მოიწონა, თუმცა ულტიმატუმი წამოაყენეს და საბიუჯეტო ცვლილების განხილვაზე უარი განაცხადეს თუ საკრებულოში მერი ან მერის მოადგილე არ გადავიდოდა. რუსთავის საკრებულოს დღევანდელი სხდომა, ბიუჯეტის განხილვის ნაცვლად, პარტია ,,საქართველოსთვის“ წევრის და პარლამენტარ […]
რუსთავში, საფესტივალო სივრცე ,,ოქსიგენი“, ამჯერად თევზჭერის ფესტივალს მასპინძლობს, რომელიც რუსთავის მერიის, ,,ოქსიგენისა“ და საქართველოს თევზჭერის ფედერაციის ორგანიზებით ტარდება. ,,რუსთავში თევზჭერის ფესტივალი იმართება, პირველი დღე დაეთმო სპორტული თევზჭერის მიმართულებას, მეორე დღეს კი უფრო ოჯახური გარემო იქნება, ალბათ ბევრი რუსთაველი მოვა შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად. ამ უნიკალურ ტბაზე რუსთაველებს ექნებათ შესაძლებლობა დაიჭირონ თევზი, გაერთონ და განიტვირთონ. ძალიან […]
რუსთავში, ვეტერანთა დღის აღსანიშნავად, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და ვეტერანები, 2008 წლის აგვისტოს ომში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალთან შეიკრიბნენ. რუსთავის მერის მოადგილე კახა გურულმა, საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ წევრებმა, ვეტერანების საქმეთა ქვემო ქართლის სამმართველოს წარმომადგენლებმა და რუსთაველმა ვეტერანებმა, მემორიალი ყვავილებით შეამკეს და პატივი მიაგეს საქართველოს მთლიანობისთვის ომში დაღუპული მეომრების ხსოვნას. საქართველოში, ვეტერანის დღე, 2014 […]
6-7 ოქტომბერს, შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-შემეცნებითი კამპანიის – „ემეგობრე პოლიციას“ ფარგლებში, რუსთავში, ცენტრალურ მოედანზე, შემეცნებითი და გასართობი აქტივობები ტარდება. ღონისძიებას, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი, რუსთავის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების” წევრები და სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის ხელმძღვანელები დაესწრნენ. ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს საშუალება აქვთ, გაეცნონ საპატრულო […]