ცხელი ხაზი 1300 კონტაქტი

ნინო ლაცაბიძემ დასუფთავების სამსახურის უხუცეს თანამშრომელს, თინა გრიგალაშვილს მადლობის პრემია გადასცა

ა(ა)იპ ,,რუსთავსერვის ცენტრის“ დასუფთავების სამსახურის უხუცეს თანამშრომელს, 96 წლის თინა გრიგალაშვილს, ნინო ლაცაბიძემ რუსთავის მერიის მადლობის პრემია გადასცა.

თინა გრიგალაშვილი რუსთავის მერიისგან, ქალაქის წინაშე გაწეული ღვაწლისთვის, ყოველთვიურად 500-ლარიან ფულად პრემიას მიიღებს.

პროფესიით მასწავლებელი ქალბატონი, პედაგოგიური მოღვაწეობის დასრულების შემდეგ, წლების განმავლობაში მუშაობდა რუსთავის დასუფთავების სამსახურში.

 

წინა 2023 წელს, რუსთავის მუნიციპალიტეტში, USAID-ის თვითმმართველობის ახალი პროგრამა ამოქმედდება