რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ 2022 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში რუსთაველ ახალგაზრდებსაც წარუდგინა.
პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, ნინო ლაცაბიძემ ახალგაზრდების კითხვებსაც უპასუხა და მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის ძირითადი პრიორიტეტებიც გააცნო.
2022 წლის ბიუჯეტის ანგარიში რუსთავის მერმა, გასულ კვირაში, არასამთავრობო სექტორს და სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოსაც ჩააბარა.