რუსთავის პარკში, ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის შეხვედრების ტრანსლაცია მოეწყობა

რუსთავში, ქალაქის ცენტრალურ პარკში, Oxygen Fest-ის ფარგლებში, 14, 15, 16, 18, 22, 26 ივნისს, ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის შეხვედრების ჩვენება გაიმართება.

ფესტივალის ფარგლებში, ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის, სპეციალური სივრცე მოეწყო. ტერიტორიაზე მოწყობილია კვების და ლუდის სივრცეები, გაიმართება ადგილობრივი მეწარმეების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა.

14, 22 და 26 ივნისს დაგეგმილია ელექტრონული მუსიკის საღამოები.

18 ივნისს, საქართველოს ნაკრების პირველი თამაშის დღეს, ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის ვიქტორინა მოეწყობა. გათამაშდება საქართველოს ნაკრების წევრების მაისურები და სხვადასხვა აქსესუარი.

#EURO2024
#ოქსიგენფესტი

წინა სამთავრობო გუნდის მხარდაჭერით, ორი წლის განმავლობაში, 700-მდე ოჯახს გადავეცით ფართები საკუთრებაში – ნინო ლაცაბიძე