რუსთავში, საახალწლო სოფელში პატრიარქის ნათლულებისთვის საზეიმო ღონისძიება გაიმართა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის აღსაყდრებიდან 45 და დაბადებიდან 90 წლისთავთან დაკავშირებით, რუსთავში, საახალწლო სოფელში, საზეიმო ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიებას, რუსთავის მერი ნინო ლაცავიძე შვილებთან ერთად, საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლები, პატრიარქის ნათლულები და მათი მშობლები დაესწრნენ.

,,მოგეხსენებათ, წლევანდელი წელი არის განსაკუთრებული, მის უწმინდესობას პატრიარქობიდან 45 წელი უსრულდება, დაბადებიდან 90 წლისთავი. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ორგანიზებას ვუწევთ მრავალ საიუბილეო და საზეიმო თარიღს. საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა ღონისძიება ჩატარდა, მაგრამ დღეს რუსთავში არის უპრეცედენტო ფაქტი, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მონდომებით, რუსთავის მერიასთან ერთად, დღეს შედგა საზეიმო ღონისძიება. მოვიდნენ პატრიარქის ნათლულები და მის უწმინდესობას, თავის ნათლიას მიულოცეს ეს საიუბილეო თარიღები. შესრულდა სიმღერები პატრიარქის ნათლულების გუნდის მიერ და ჩააქრეს საზეიმო ტორტი და აი ასე გაუმასპინძლდა ნათლია თავის ნათლულებს“, – განაცხადა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა დეკანოზმა იაკობ მახნიაშვილმა.

საზეიმო კონცერტი და საახალწლო სპექტაკლი, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურისა და რუსთავის მერიის ორგანიზებით გაიმართა.

პატრიარქის ნათლულებმა, მის დაბადების და აღსაყდრების დღესთან დაკავშირებით, სადღესასწაულო ტორტი ერთად ჩააქრეს.

 

წინა რუსთავში ქალაქის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო