სს „რუსთავის აზოტმა“ გზშ-ის პროცედურის ჩატარების საჭიროების დადგენის მიზნით სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში წარადგინა სს „რუსთავის აზოტის“ ქიმიური საწარმოს ექსპლუატაციის პირობების ცვლილების პროექტის სკრინინგის ანგარიშის განცხადება.
სკრინინგის განცხადების შესახებ ინფორმაცია თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად განთავსებულია გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე – www.ei.gov.ge. გთხოვთ, დოკუმენტაციასთან დაკავშირებული შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენა უზრუნველყოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში 2024 წლის 11 ივლისის ჩათვლით, მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი №150 ან ელ-ფოსტაზე: eia@mepa.gov.ge.