სამსახური თავის საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ და სხვა კანონებით, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, აგრეთვე ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის დებულებებით და საკუთარი დებულებით, რომელსაც ამტკიცებს რუსთავის საკრებულო. სამსახური წარმოადგენს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც მის კომპეტენციაში შემავალი ფუნქციების განხორციელებისას მოქმედებს ქალაქ რუსთავის მერიის სახელით

სამსახურის ძირითადი ფუნქციებია:

  • მუნიციპალიტეტის მიერ სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების განხორციელება და ხელშეკრულებათა მომზადება;
  • სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმის პროექტის მომზადება
  • ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის შედგენა.
  • შემოსულობების პროგნოზირება საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან, აგრეთვე სამსახურებთან ერთობლივი საქმიანობის საფუძველზე.
  • ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტის მომზადება მუნიციაპლიტეტის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის თაობაზე და მხარჯავი დაწესებულებებისათვის გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილების შესახებ, განწერაში ცვლილების შესატანად;
  • საჭიროების შემთხვევაში წინადადებების მომზადება გასული წლის საბიუჯეტო სახსრების თავისუფალი ნაშთის მიმდინარე წელს გამოყენების თაობაზე;
  • ქალაქ რუსთავის მუნციპალიტეტის ბიუჯეტის აღსრულების განხორციელება, რისთვისაც ადგენს დამტკიცებული ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების განწერას კვარტლების მიხედვით.
  • საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურიდან შემოსულობების შესახებ მიღებული ინფორმაციის დამუშავების უზრუნველყოფა, საბოლოო ინფორმაციის პროგრამულ ბაზებში ატვირთვა, ფაქტიური შესრულების მიმდინარეობაზე მონიტორინგის დაწესება;
  • ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის აღსრულების მიზნით მხარჯავი დაწესებულებების საბიუჯეტო ვალდებულებების და საგადახდო მოთხოვნების მიღება-დამუშავება; დადგენილი წესის მიხედვით მერიის სამსახურების და მხარჯავი დაწესებულებების ვალდებულებების რეგისტრაცია და რეგისტრირებული საბიუჯეტო ვალდებულებების შესაბამისი საგადახდო მოთხოვნის თანხის გადახდა.
  • ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ყოველკვარტალური და წლიური შესრულების ანგარიშის მომზადება და წარდგენა მუნიციპალიტეტის საკრებულოს, მერისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთვის.

ნავიგაცია