ა(ა)იპ  „ქალაქ რუსთავის სასპორტო სკოლების განვითარების ცენტრი 2015 წლის ოქტომბრიდან ფუნქციონირებს. 

ცენტრის მიზანებია:

ქალაქ რუსთავში მცხოვრებ(რეგისტრირებულ) ბავშვთა და მოზარდთა (18 წლამდე) მაქსიმალური რაოდენობის მონაწილეობა სისტემატურ სპორტულ–გამაჯანსაღებელ ვარჯიშებში, ფილიალების პროფილის შესაბამისად მათი მეთოდური აღზრდისა და დაოსტატების მიზნით. ცხოვრების ჯანსაღი წესის პროპაგანდა და მისი დამკვიდრება მოზარდ თაობაში, მასობრივი სპორტის განვითარება და ხელშეწყობა;

  • რუსთავის ნაკრები გუნდებისათვის მაღალი კლასის სპორტული რეზერვების შერჩევა და მათი მომზადება თანამედროვე სტანდარტების დონეზე;
  • მაღალკვალიფიციური სპორტსმენების, მწვრთნელების მომზადება;
  • ქვეყნის ახალგაზრდული და ეროვნული ნაკრები გუნდების ნიჭიერი და პერსპექტიული სპორტსმენებით შევსება;
  • ცენტრის სპორტსმენებისათვის ქალაქის და ეროვნული ნაკრები გუნდების წევრებისათვის შესაბამისი სპორტის სახეობათა მიხედვით მატერიალურ–ტექნიკური და თანამედროვე საწვრთნელი ბაზის შექმნა;
  • ცენტრის  მოსწავლეთათვის (სპორტსმენთათვის) თანამედროვე სტანდარტების დონეზე სასწავლო–სპორტული პროცესის ორგანიზება, სპორტსმენთა წვრთნისა და სოციალური პირობების (კვება, სასწავლო–საწვრთნელი შეკრება, სამედიცინო კონტროლი) შექმნა;
  • ცენტრის  სპორტსმენებისა და მწვრთნელ–მასწავლებლებისათვის ერთიანი სპორტული ფორმის შეძენა, სპორტული ინვენტარით მომარაგება;
  • ცენტრის  ნაკრები გუნდებისთვის სასწავლო–საწვრთნო შეკრების ჩატარება და სხვადასხვა რანგის საერთაშორისო შეჯიბრებებში მონაწილეობის მიღება;
  • ცენტრის  სპორტსმენთა და მწვრთნელ–მასწავლებლებისათვის გადასაადგილებელი საშუალებებით უზრუნველყოფა;
  • ცენტრის  დასაქმებული კადრების კვალიფიკაციის ამაღლება და სტაჟირების მიზნით მათი მივლინება როგორც ქვეყნის შეგნით და საზღვარგარეთ;
  • სათათბირო-საკონსულტაციო ჯგუფის რეკომენდაციის საფუძველზე, ქალაქ რუსთავის და ცენტრის წარჩინებული სპორტსმენების სხვადასხვა ფორმით წახალისებისა (მადლობის სიგელი, ფულადი ჯილდო და სხვა) და სტიპენდიების გაცემა;“
  • სხვადასხვა რანგის შეჯიბრებების, სახელობითი ტურნირების ორგანიზება და ჩატარება.

კონტაქტი

დირექტორი: ევტიხ ხაჩიძე

მისამართი: რუსთავი, კოსტავას გამზირი 20

ტელეფონი:341 22 07 77;

 

ნავიგაცია