ა(ა)იპ "რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს ცენტრი" ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული პროგრამის ფარგლებში, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით ახორციელებს ეპიდემიური ზედამხედველობის და ეპიდსიტუაციის მართვის ღონისძიებებს.

ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია:

  • დაავადებათა გავრცელების ეტაპობრივი შემცირება კონტროლის გზით.
  • მოსახლეობის ანტირაბიული დახმარების ხელშეწყობის ღონისძიებები
  • რუსთავში ცოფის კერის ლიკვიდაცია.
  • ცხოვრების ჯანსაღი წესის ხელშეწყობის და არგადამდებ დაავადებათა პრევენციის  ღონისძიება
  • ქალაქ რუსთავის მოსახლეობაში არაგადამდებ დაავადებათა პრევენციის და  ჯანმრთელობაზე  მავნე  ფაქტორების  ზემოქმედებაზე   მოსახლეობის  ინფორმირების  გზით  ჯანმრთელობის  განვითარების  ხელშეწყობა
  • მალარიის ელიმინაციის ღონისძიებები
  • მალარიის ელიმინაცია მისი კონტროლის და პროფილაქტიკური სამუშაოების განხორციელების გზით.
  • სადერატიზაციო სამუშაოების ჩატარება საცხოვრებელი სახლების სარდაფებსა და ბუნკერებში (კერძო სექტორის გარდა) და ამის საფუძველზე ქალაქში ეპიდსიტუაციის გაუმჯობესება
  • მოსახლეობის ინფორმირება, ჯანმრთელობის ხელშემშლელ ფაქტორებზე.     
  • სადერატიზაციო სამუშაოების ჩატარება საცხოვრებელი სახლების სარდაფებსა და ბუნკერებში (კერძო სექტორის გარდა) და ამის საფუძველზე ქალაქში ეპიდსიტუაციის გაუმჯობესება
  • რუსთავის დასახლებულ ტერიტორიებზე ადამიანისათვის ,,საშიში” და შხამიანი ცხოველების (ძირითადად ქვეწარმავლების და მორიელების) ცხოველმყოფელობის დადგენისა და გაუვნებელყოფის ღონისძიებები.
  • სანიტარულ - ჰიგიენური ღონისძიებები

ა(ა)იპ "რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს ცენტრის" პროგრამა

იხილეთ ვრცლად


კონტაქტი

დირექტორი: დავით ბეგაშვილი

მისამართი: 3700 რუსთავი, ოდიშარიას ქუჩა 19

ტელეფონი: 0(341) 24 10 44 / 24 28 16

 

ნავიგაცია