ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის 2018 წლის სოციალური პროგრამები


 1. მოქალაქეთა მედიკამენტებით დახმარების პროგრამა

პროგრამა ითვალისიწინებს ქალაქ რუსთავში მცხოვრები და რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი მოქალაქეების (0-დან 70 001-მდე სარეიტინგო ქულა), შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების პროგრამით დადგენილი ლიმიტის ფარგლებში მედიკამენტებით უზრუნველყოფას.

ვრცლად

2. სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების პროგრამა

პროგრამა ითვალისწინებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში მცხოვრები (რეგისტრირებული) სოციალურად დაუცველი (0-დან 150 000 ქულის ჩათვლით) მრავალშვილიანი ოჯახების  ყოველთვიურ მატერიალურ დახმარებას

ვრცლად 

3. სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის სასმელი წყლის გადასახადზე შეღავათის დაწესების პროგრამა

პროგრამა ითვალისწინებს სასმელი წყლის გადასახადზე შეღავათის დაწესებას ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მცხოვრები (რეგისტრირებული) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული იმ მოქალაქეებისთვის, რომელთა სარეიტინგო ქულა 57 000 - ს არ აღემატება.

ვრცლად

4. მოქალაქეთა ინდივიდუალური სამედიცინო დახმარების პროგრამა

პროგრამა ითვალისწინებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მცხოვრები (რეგისტრირებული) მოსახლეობისათვის სამედიცინო მომსახურების ხარჯების სრულ ან ნაწილობრივ დაფინანსებას.

ვრცლად

5. უხუცესთა  დახმარების პროგრამა

პროგრამის მიზანია ქალაქ რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში მცხოვრები (რეგისტრირებული) ასი და ას წელს გადაცილებული უხუცესების ერთჯერადი მატერიალური დახმარება.

ვრცლად

6. მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებისა და მათთან გათანაბრებულ პირთა ერთჯერადი მატერიალური დახმარების პროგრამა

პროგრამა ითვალისწინებს მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა 100 ლარით, ხოლო  მათთან განათანაბრებულ პირთა 50 ლარით ერთჯერად მატერიალურ დახმარებას 

ვრცლად

7. 2008 წლის აგვისტოში რუსეთ-საქართველოს ომში და 2004 წლის აგვისტოში, შიდა ქართლში მიმდინარე საბრძოლო ოპერაციების და სამშვიდობო ოპერაციების დროს გარდაცვლილ რუსთაველ ჯარისკაცთა ოჯახების ერთჯერადი მატერიალური დახმარების პროგრამა

პროგრამა მიზნად ისახავს 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში, 2004 წლის აგვისტოს შიდა ქართლში ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში მიმდინარე საბრძოლო ოპერაციების, აგრეთვე საქართველოს შეიარაღებული ძალების სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისას საბრძოლო მოქმედებების დროს დაღუპული მებრძოლების ოჯახების ერთჯერად მატერიალურ დახმარებას, რომლებიც ცხოვრობენ (რეგისტრირებულნი არიან) ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში, თითოეული დაღუპული მებრძოლის ოჯახისთვის 500 ლარით.

ვრცლად

8. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა ოჯახების ერთჯერადი მატერიალური დახმარების პროგრამა

პროგრამა ითვალისწინებს ქალაქ რუსთავში მცხოვრები (რეგისტრირებული), საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გარდაცვლილი სამხედროების ოჯახების ერთჯერად მატერიალურ დახმარებას, თითოეული ოჯახისთვის 150 ლარის ოდენობით.

ვრცლად

9. ქალაქ რუსთავში აღმოჩენილ არაიდენტიფიცირებად ან იდენტიფიცირებად პირთა სარიტუალო(დაკრძალვის) ხარჯების დაფარვის პროგრამა

პროგრამა მიზნად ისახავს,  ქალაქ რუსთავში მცხოვრები სოციალურად დაუცველი, მარტოხელა ადამიანების გარდაცვალების შემთხვევაში დაკრძალვასთან დაკავშირებული სარიტუალო ხარჯების ანაზღაურებას 150 ლარის ოდენობით

ვრცლად

10. რეინტეგრირებული ბავშვების ოჯახების კომუნალური დავალიანებების  დაფარვის პროგრამა

პროგრამა მიზნად ისახავს სქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მცხოვრები (რეგისტრირებული) რეინტეგრირებული ბავშვების ოჯახების დახმარებას

ვრცლად

11. სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა სარიტუალო (დაკრძალვის) ხარჯების დაფარვის პროგრამა 

პროგრამა ითვალისწინებს ქალაქ რუსთავში მცხოვრები (რეგისტრირებული) სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა სარიტუალო ხარჯების ნაწილობრივ დაფარვას

ვრცლად

12. სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანის მოსაკრებლისგან გათავისუფლების პროგრამა

.პროგრამის მოსარგებლე ჯგუფს წარმოადგენს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში მცხოვრები (რეგისტრირებული), სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული მოსახლეობა, რომელთა სარეიტინგო ქულა 57 000-ს არ აჭარბებს.

ვრცლად

13. სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობაზე შეღავათის დაწესების პროგრამა

მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობაზე შეღავათის დაწესების პროგრამით მოსარგებლე ჯგუფს წარმოადგენს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში მცხოვრები (რეგისტრირებული), სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულა 150 000-ს არ აჭარბებს.

ვრცლად

14. ვეტერანებისათვის მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობაზე შეღავათის დაწესების პროგრამა

პროგრამა ითვალისწინებს ქალაქ რუსთავში მცხოვრები (რეგისტრირებული) ვეტერანებისთვის მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობაზე შეღავათის დაწესებას.

ვრცლად

15. ვეტერანების სოციალური დაცვის პროგრამა

პროგრამის მიზანს წარმოადგენს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლებში დაღუპულ, აგრეთვე საქართველოს შეიარაღებული ძალების სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისას საბრძოლო ოპერაციების დროს დაღუპულთა ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილ ჯარისკაცთა ოჯახის წევრებისათვის, რომლებიც ცხოვრობენ და რეგისტრირებულნი არიან ქალაქ რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში, კომუნალური გადასახადების დაფარვა (ბუნებრივი აირი, ელ. ენერგია).

ვრცლად

16. ზოგიერთი ააიპ-ის და სსიპ-ის თანამშრომლებისათვის მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობაზე შეღავათის დაწესების პროგრამა

პროგრამით მოსარგებლეთა ჯგუფს წარმოადგენს სსიპ ქალაქ რუსთავის საგანმანათლებლო რესურსცენტრის, ა(ა)იპ რუსთავის მუნიციპალიტეტის „სახელოვნებო გაერთიანებათა ცენტრის“, სსიპ სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება - „ქ. რუსთავის სამუსიკო სასწავლებელი“, ა(ა)იპ „ქალაქ რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანების“, ა(ა)იპ „ქალაქ რუსთავის სასპორტო სკოლების განვითარების ცენტრის“, ა(ა)იპ „რუსთავის საბიბლიოთეკო გაერთიანების“, ა(ა)იპ „რუსთავის ისტორიული მუზეუმის“, ა(ა)იპ „რუსთავის მუნიციპალური თეატრის“, ა(ა)იპ „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ცენტრისა“ და სსიპ პროფესიული კოლეჯი „მოდუსის“ თანამშრომლები.

ვრცლად

17. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ინდივიდუალური დახმარების პროგრამა

პროგრამის მიზანია რუსთავის მუნიციპალიტეტში მცხოვრები (რეგისტრირებული) მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე („უსინათლო“ და დაბადებიდან მკვეთრად გამოხტული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი ) პირთათვის კომუნალურ გადასახადებზე  (ბუნებრივი აირი, ელ. ენერგია) შეღავათის დაწესება.

ვრცლად

18. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობაზე შეღავათის დაწესების პროგრამა

პროგრამა ითვალისწინებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში მცხოვრები (რეგისტრირებული), შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (სტატუსით „უსინათლო“) პირთათვის მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობაზე შეღავათის დაწესებას.

ვრცლად

19. მინდობითი ოჯახების კომუნალური დავალიანებების დაფარვის პროგრამა

პროგრამა ითვალისწინებს ბავშვის მინდობით აღზრდაში მიმღები ოჯახების კომუნალური დავალიანების (ბუნებრივი აირი, ელ. ენერგია) გადასახადზე შეღავათის დაწესებას.

ვრცლად

20. აუტიზმის, გონებრივი განვითარების შეფერხების ან დაყოვნების მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამა

პროგრამა უზრუნველყოფს რუსთავში მცხოვრები (რეგისტრირებული) ბენეფიციარების სამკურნალო-სარეაბილიტაციო ხარჯების დაფარვას. იმ ბენეფიციარებისთვის, რომელთაც დადგენილი აქვთ ICD-10-ით განსაზღვრული შემდეგი კლასიფიკატორები - F78 ან R62 - წლიურად არაუმეტეს 600 ლარის ოდენობით, ხოლო იმ ბენეფიციარებისთვის, რომელთაც დადგენილი აქვთ ICD-10-ით განსაზღვრული კლასიფიკატორი - F84, წელიწადში არაუმეტეს 1000 ლარის ოდენობით.

ვრცლად 

21. სოციალური ღონისძიებების პროგრამა

პროგრამა ითვალისწინებს პროგრამით მოსარგებლე პირების სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა ნივთითა და ტკბილეულით დასაჩუქრებას.

ვრცლად

22. უფასო სასადილოებით მომსახურების პროგრამა

პროგრამა ითვალისწინებს ქალაქ რუსთავში მცხოვრები (რეგისტრირებული) სხვადასხვა კატეგორიის, სოციალურად დაუცველი მოქალაქეების ყოველდღიურად უფასო სადილით უზრუნველყოფას.

ვრცლად

23. C ჰეპატიტით დაავადებული მოქალაქეების მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრისთვის საჭირო კვლევების დაფინანსების პროგრამა

პროგრამით განსაზღვრული მომსახურება გათვალისწინებულია იმ პირებისთვის, რომლებსაც ჩატარებული აქვთ კვლევა C ჰეპატიტის ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულების განსაზღვრის მიზნით სწრაფი/მარტივი ან/და იმუნოფერმენტული ანალიზის (იფა) მეთოდით და მიღებული აქვთ დადებითი პასუხი (წარმოდგენილი კვლევის შედეგის საფუძველზე) და მოიცავს მკურნალობაში ჩართვამდე აუცილებელი კვლევების ჩატარების უზრუნველყოფას

ვრცლად 

24. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ სტუდენტთა სოციალური დახმარების პროგრამა

პროგრამა ითვალისწინებს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული, რუსთაველი სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახის წევრი სტუდენტების სოციალურ დახმარებას  წახალისების მიზნით., ასევე, სოციალურად დაუცველი და გარკვეული კატეგორიის სტუდენტების სწავლის დაფინანსებას 

ვრცლად

25. დიალიზის და თირკმლის ტრანსპლანტაციის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე პირების მატერიალური დახმარების პროგრამა

პროგრამა ითვალისწინებს დიალიზის და თირკმლის ტრანსპლანტაციის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული რუსთავში მცხოვრები და რეგისტრირებული მოქალაქეების ტრანსპორტის ხარჯების შემცირების მიზნთი ყოველთვიურ მატერიალურ დახმარებას

ვრცლად

26. ტოტალურ უსინათლოთა გამცილებლის მომსახურების უზრუნველყოფის პროგრამა

პროგრამა ითვალისწინებს რუსთავში მცხოვრებ (რეგისტრირებული) ტოტალურ  (ნულოვანი მხედველობის)  უსინათლოთა უზრუნველყოფას გამცილებლის მომსახურებით

ვრცლად

27. სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასული ახალგაზრდების დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობის პროგრამა

პროგრამა ითვალისწინებს დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით, სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასულ, ქალაქ რუსთავში მცხოვრებ (რეგისტრირებული) პირთა ფინანსურ დახმარებას წელიწადში არაუმეტეს 1200 ლარის ოდენობით

ვრცლად

ნავიგაცია