ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარება, მნიშვნელოვანი საკითხების გადასაჭრელად მოქალაქეებსა და სახელმწიფო სექტორს შორის ეფექტური თანამშრომლობის ხელშეწყობა, ამხანაგობებთან ერთად სამოქალაქო პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრა, მიზნობრივი პროგრამების შემუშავება და მათ განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის ჩართულობის უზრუნველყოფა, საბინაო ინფრასტრუქტურისა და კომუნალური პირობების გაუმჯობესება.– .ააიპ „რუსთავის კორპუსის” ძირითადი და  უცვლელი მისიაა

„რუსთავის კორპუსი“ ასევე, მიზნად ისახავს საკუთარი გარემოს მიმართ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების  დამოკიდებულების შეცვლას, მათთან მჭიდრო ურთიერთანამშრომლობის გზით, ხელს უწყობს საერთო ქონების სარგებლობის, მფლობელობის, მოვლა-პატრონობისა და განკარგვის კულტურის ჩამოყალიბებას. ის აქტიურად ეწევა განმარტებით–საგანმანათლებო საქმიანობას, რითაც ხელს უწყობს უფლება-მოვალეობებზე, ამხანაგობების ჩამოყალიბების აუცილებლობასა და საზოგადოებრივი მართვის სისტემაში აქტიური მონაწილეობის თოაბაზე ბინათმესაკუთრეთა ცნობიერების ამაღლებას.

ააიპ “რუსთავის კორპუსი” თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს გამჭირვალობის, ღიაობისა და ანგარიშვალდებულების პრინციპით. ის მოქალაქეებს აძლევს თავისუფალი არჩევანის საშუალებას. ამხანაგობებს თავად შეუძლიათ განსაზღვონ, თუ რომელი სამუშაოს შესრულება არის პრიორიტეტული. ამასთან, ისინი დამოუკიდებელნი არიან სამუშაოს მოცულობის, ღირებულებისა და შემსრულებელი ორგანიზაციის არჩევაშიც.

"რუსთავის კორპუსის"   "ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამის" ფარგლებში, სხვადასხვა წილობრივი თანადაფინანსებით ხორციელდება:

ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამის 2015 წლის ანგარიში

იხილეთ ვრცლად


კონტაქტი:

მისამართი: მესხიშვილის 3ა

ტელეფონი: 0(341) 22 47 25; 22 47 33

ფაქსი: 0(341) 22 47 25

ელ.ფოსტა: rustaviskorpusi@yahoo.com

ნავიგაცია