საქართველოს მთავრობის ინიციატივით ხორციელდება სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში,“ რომლის მიზანია ქვეყანაში მეწარმეობის განვითარება და მხარდაჭერა, ახალი საწარმოების შექმნის ხელშეწყობა და საექსპორტო პოტენციალის გაზრდა.

პროგრამის კოორდინაციას ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და მასში ჩართულია სამინისტროს სისტემაში შემავალი შემდეგი სსიპ-ები: „მეწარმეობის განვითარების სააგენტო“, „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო“ და „საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო“. პროგრამის ფარგლებში კომპონენტები მეწარმე სუბიექტებისთვის ხელმისაწვდომია როგორც ერთდროულად, ისე ცალ-ცალკე. 

პროგრამის ფარგლებში მოხდება წარმოებაზე ორიენტირებული ინდუსტრიების განვითარების ხელშეწყობა, რომელიც შერჩეულია შემდეგი კრიტერიუმებით: იმპორტის მოცულობა და წარმოების ადგილობრივი პოტენციალი.

პროექტი უზრუნველყოფს შემდეგი სახის მხარდაჭერას:

  • ფინანსებზე ხელმისაწვდომობა
  • უძრავ ქონებაზე ხელმისაწვდომობა
  • ტექნიკური დახმარება

 

იხილეთ ვრცლად

ნავიგაცია