სკრინინგის განცხადება – ქ. რუსთავში, შპს „ჯეო-ფილერის“ სასარგებლო წიაღისეულის გადამამუშავებელი საწარმოს ექსპლუატაციის პროექტი

დაგეგმილი საქმიანობის დასახელება: სასარგებლო წიაღისეულის გადამუშავება; დაგეგმილი საქმიანობის განმახორციელებელი: შპს „ჯეო-ფილერი“; დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილი: ქ. რუსთავში, ჯავახიშვილის ქ. №9; დაგეგმილი საქმიანობის სკრინინგის განცხადებასთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ  სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2023 წლის 10 მარტის ჩათვლით, მისამართზე: ქ.თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6, ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge (გთხოვთ, შენიშვნის/მოსაზრების ელ.ფოსტაზე გამოგზავნისას  მიუთითოთ  შემდეგი ადრესატი: სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს). სკრინინგის […]

რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლებაში, მრავალფუნქციური რეკრეაციული სივრცის მოწყობა მიმდინარეობს

რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლებაში, რჩეულიშვილის ქუჩის მიმდებარედ, 15 ათას კვადრატულ მეტრ ფართობზე რეკრეაციული სივრცის მოწყობა მიმდინარეობს. პროექტი, მწვანე ქალაქის კონცეფციის ფარგლებში ხორციელდება და მულტიფუნქციური დასასვენებელი ზონის შექმნას ითვალისწინებს. სამუშაოების მიმდინარეობას, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე მოადგილე ბესიკ ტოგონიძესთან,  საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების” წევრებთან და ინფრასტრუქტურის სამსახურთან ერთად, ადგილზე გაეცნო. ,,რუსთავში, ისეთი პროექტების პარალელურად, როგორიცაა საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, […]

7 მარტს, რუსთავის თეატრი ჟიული შარტავას შესახებ სპექტაკლს წარმოადგენს

7 მარტი საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას დაბადების დღეა. მას 79 წელი შეუსრულდებოდა.  აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის 7 მარტს, 20:00 საათზე, რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის პროფესიულ-დრამატული თეატრი ნინო სადღობელაშვილის პიესის ,,დაბადების დღე“ მიხედვით დადგმულ სპექტაკლს წარმოადგენს. სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი სოსო ნემსაძეა. სპექტაკლი საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას მიერ სოხუმში გატარებული უკანასკნელი […]