ესთეტიკური და კოსმეტიკური ცენტრების მონიტორინგის ფარგლებში, სილამაზის სალონების წარმომადგენლებს ტრენინგი ჩაუტარდათ

მოსახლეობისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნის მიზნით, რუსთავის მერიის მიერ დაწყებული, ესთეტიკური და კოსმეტიკური ცენტრების მონიტორინგის კამპანიის ფარგლებში, დღეს, თბილისის გადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობის და კონტროლის მუნიციპალური ცენტრის ეპიდემიოლოგებმა, რუსთავში არსებული სილამაზის სალონების წარმომადგენლებს ტრენინგი ჩაუტარეს. ტრენინგი რუსთავის მერიის და ,,საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის და უსაფრთხო გარემოს ცენტრის’’ ორგანიზებით გაიმართა. შეხვედრაზე, ქალაქში მოქმედი კოსმეტიკური ცენტრების წარმომადგენლებს, დეტალური ინფორმაცია მიეწოდათ […]