საფეხბურთო კლუბ ,,რუსთავის” 11 წლამდე გუნდმა ლიეტუვაში ატეიტის თასის გათამაშებაში იასპარეზა

საფეხბურთო კლუბ ,,რუსთავის” 11 წლამდე გუნდმა ლიეტუვაში ატეიტის თასის გათამაშებაში მიიღო მონაწილეობა. რუსთაველებმა 28 გუნდს შორის მე-7 ადგილი დაიკავეს. ატეიტას თასის გათამაშებაზე, გუნდი რუსთავის მერიის დაფინანსებით გაემგზავრა.     2022 წელს, “რუსთავის” 11 წლამდე გუნდი სამი პრესტიჟული ტურნირის გამარჯვებული გახდა (Ateitis CUP 2022 Batumi, ბენდელას თასი, ელიტ ლიგა).