რუსთავში, ახალი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის პროექტები ხორციელდება

რუსთავში,  დასასრულს უახლოვდება გზის დაგების სამუშაოები გონაშვილის დოლიძის და ჩოხელის ქუჩებზე, სადაც დღემდე საგზაო ინფრასტრუქტურა საერთოდ არ არსებობდა. პროექტის მიხედვით,  3200 კვადრატულ მეტრ ფართობზე,  არმირებული ბეტონის საფარი  დაიგო, მოეწყო სანიაღვრე ქსელიც. პროექტის ბოლო ეტაპის მიმდინარეობას, მოადგილე ბესიკ ტოგონიძესთან და რუსთავის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების” წევრებთან ერთად,  ადგილზე გაეცნო რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე და მიმდებარე ტერიტორიის […]

25 მარტს, რუსთავის ღია საგამოფენო სივრცეში, ”შაბათი ART ბაზარში” გაიმართება

რუსთავში, მეგობრობის გამზირის N1-ის მიმდებარედ, ღია საგამოფენო სივრცეში,  ღონისძიება სახელწოდებით ‘შაბათი ART ბაზარში” გაიმართება. ღონისძიების ფარგლებში, 14:00 საათიდან, სკვერში ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა მოეწყობა. მოგვიანებით, 18:00 საათზე, კი მუსიკალური ბენდების  ”Strange Brew” და ”PAPANUSI” კონცერტი დაიწყება. ღონისძიების მიზანი ახალგაზრდა რუსთაველი მუსიკოსებისა და ადგილობრივი მეწარმეების ხელშეწყობა და პოპულარიზაციაა.