ბრძანება
რუსთავის მერიის და ახალგაზრდების ერთობლივი კამპანიის- ,,თაობა მომავლისთვის“ ფარგლებში, შეხვედრები გრძელდება. ნინო ლაცაბიძე, ამჯერად მე-11 სკოლის მოსწავლეებს შეხვდა. ახალი კამპანიის მიზანი, რუსთავის განვითარების პროცესში, ახალგაზრდობის ჩართულობის გაძლიერება და მნიშვნელოვანი პროექტების მათთან ერთად დაგეგმვაა. კამპანიის ,,თაობა მომავლისთვის” ფარგლებში, ანალოგიური შეხვედრები, რუსთავის ყველა კერძო და საჯარო სკოლაში გაიმართება.