რუსთავის მერიის და საქართველოს რაგბის კავშირის ორგანიზებით, რუსთავის სარაგბო კლუბის – ,,ხარები“ საქართველოს ჩემპიონატში გამარჯვებასთან დაკავშირებით, საზეიმო მიღება გაიმართა. რუსთავის პარკის ტერიტორიაზე გამართული ღონისძიება და მორაგბეების სადღესასწაულო მიღება, რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, სახელმწიფო რწმუნებულმა ქვემო ქართლში გიორგი დოხტურიშვილმა და საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა იოსებ ტყემალაძემ გახსნეს. ქალაქის მერმა ნინო ლაცაბიძემ, ჩემპიონი კლუბის ,,ხარების“ მთავარ მწვრთნელს, […]