რუსთავში, ახალგაზრდებისთვის კომფორტული გარემოს შესაქმნელად, კიდევ ერთი პროექტი განხორციელდა. დღეიდან, რუსთაველი ახალგაზრდები, თანამედროვე და მათ საჭიროებებზე მორგებული არაფორმალური განათლების ცენტრით – მედიათეკით ისარგებლებენ. არაფორმალური განათლების ახალი ცენტრი რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, საქართველოს პარლამენტის განათლების და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძესთან, სახელმწიფო რწმუნებულთან ქვემო ქართლში გიორგი დოხტურიშვილთან, რუსთავის მაჟორიტარ დეპუტატ ირაკლი შატაკიშვილთან და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან […]
რუსთავის მერიის დაფინანსებით, 6-დან 16 სექტემბრამდე, საქართველოს უსინათლოთა კავშირის რუსთავის ფილიალის ბენეფიციარები რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, ციხისძირში იმყოფებოდნენ. პროექტის ბენეფიციარებმა 10 დღის განმავლობაში, მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა შემეცნებით და კულტურულ აქტივობაში, მოეწყო გასვლითი ღონისძიებებიც. პროექტი ასევე ითვალისწინებდა ინდივიდუალურ და ჯგუფურ შეხვედრებს ფსიქოლოგთან.