სკრინინგის ანგარიში
რუსთავის მერიის მხარდაჭერით, 10-დან 27 ნოემბრის ჩათვლით, რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის პროფესიულ მუნიციპალურ დრამატულ თეატრში, კომედიის მე-9 თეატრალური ფესტივალი გაიმართება. კომედიის თეატრალური ფესტივალი ნიკოლოზ წულუკიძის პროექტით „ქართული თეატრის ამბავი ანუ“ გაიხსნა. „რუსთავს მდიდარი თეატრალური ისტორია და ტრადიციები აქვს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდებმა და არამხოლოდ ახალგაზრდებმა, შეძლონ საინტერესო სპექტაკლების ნახვა. რუსთავის თეატრი, მერიის ხელშეწყობით, წელს უკვე […]
სგშ ანგარიშის საჯარო განხილვა – საქართველოს სახელმწიფოს ენერგეტიკული პოლიტიკის, ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნული ინტეგრირებული გეგმის სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ანგარიში დაგეგმილი საქმიანობის დასახელება: საქართველოს სახელმწიფოს ენერგეტიკული პოლიტიკა, ენერგეტიკა და კლიმატის ეროვნული ინტეგრირებული გეგმა დაგეგმილი საქმიანობის განმახორციელებელი: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილი: საქართველო (მთელი ქვეყნის მასშტაბით) საჯარო განხილვის ორგანიზატორი: საქართველოს ეკონომიკისა და […]
რუსთავის მერიამ, ახალგაზრდების დასაქმების ახალი პროგრამის ,,ახალი სიმწვანე – ახალი თაობისგან“ განხორციელება დაიწყო. პროგრამა, რუსთავის მერიის ,,სახელოვნებო სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის“ და ,,რუსთავსერვის ცენტრის“ თანაორგანიზებით ხორციელდება. მასში ჩართული ახალგაზრდები, ერთი თვის განმავლობაში ,,რუსთავსერვის ცენტრში“ დასაქმდებიან და წინასწარ გაწერილი გრაფიკით, მწვანე სივრცეების მოვლა-პატრონობასა და ახალი ნარგავების დარგვაში მიიღებენ მონაწილეობას. ,,ახალი სიმწვანე – ახალი თაობისგან“, ეს […]
რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი დოხტურიშვილმა და საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორ ლევან სუხიტაშვილთან ერთად, რუსთავში, ახლადრეაბილიტირებული მე-18 საჯარო სკოლა დაათვალიერეს. მე-18 საჯარო სკოლაში გარემონტდა შენობის სახურავი და ფასადი, გამოიცვალა წყალსაწრეტი მილები. განახლდა საკლასო ოთახები, სველი წერტილები, დერეფნები, კიბის უჯრედები, ადმინისტრაციული ნაწილი, ფოიე, სააქტო […]
რუსთავის მერიამ პირველი მუნიციპალური რეფორმების ცენტრი დააფუძნა. ცენტრის პრეზენტაცია, რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, მერიის რეფორმების ჯგუფთან ერთად, მუნიციპალური სერვისების ახალ ცენტრში წარადგინა. პრეზენტაციას სახელმწიფო რწმუნებული ქვემო ქართლში გიორგი დოხტურიშვილი, რუსთავის საკრებულოს ფრაქცია ქართული ოცნების წევრები და მუნიციპალიტეტის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მუნიციპალური რეფორმების ცენტრი, სხვადასხვა დარგის მოწვეულ სპეციალისტებთან და ექსპერტებთან ერთად, 3 ძირითადი მიმართულებით იმუშავებს: დაგეგმავს […]
სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში გზშ-ის პროცედურის ჩატარების საჭიროების დადგენის მიზნით, შპს „ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიას“ მიერ წარდგენილია რუსთავის გაერთიანებული ცემენტის ქარხნის ექსპლუატაციის პირობების ცვლილების პროექტის სკრინინგის ანგარიშის განცხადება. სკრინინგის ანგარიშის განცხადების შესახებ ინფორმაცია თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად განთავსებულია გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე – www.ei.gov.ge. გთხოვთ, დოკუმენტაციასთან დაკავშირებული შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენა უზრუნველყოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში 2023 წლის 10 […]
2023 წელს, რუსთავში 97 691 668 ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება. რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას, შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად, ქალაქის რამდენიმე ლოკაციაზე გაეცნო. ქალაქის მერი, მონიტორინგის მიზნით, აფხაზეთის, რჩეულიშვილისა და რუსთაველის ქუჩებზე იმყოფებოდა. ნინო ლაცაბიძემ N1 საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია-რესტავრაციის, ასევე ქალაქის შემოსასვლელის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში მიმდინარე – ,,თავისუფლების რაშების“ სკულპტურის მონტაჟისა […]