დაგეგმილი საქმიანობის დასახელება: ექსპლუატაციის პირობების ცვლილება; საქმიანობის განმახორციელებელი: შპს „მშენებელი 2004“; დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილი: ქ. რუსთავი, მშვიდობის ქუჩა N1; საჯარო განხილვის ორგანიზატორი: სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო; დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვის დრო და ადგილი: • 2023 წლის 11 მაისი, 14:00 საათი, ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის შენობა; „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ თანახმად, სკოპინგის დასკვნის მიმღებ […]
დაგეგმილი საქმიანობის დასახელება: კირისა და კომბინირებული სასუქის წარმოება; დაგეგმილი საქმიანობის განმახორციელებელი: შპს „ელბა ექსპორტი“; დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილი: ქ. რუსთავი, მშვიდობის ქ. N12; დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვის დრო და ადგილი: 2023 წლის 31 მაისი, 14:00 საათი, ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის შენობა (მის: რუსთავი, კოსტავას გამზირი N20) საჯარო განხილვის ორგანიზატორი: სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო. „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ თანახმად, გარემოსდაცვითი […]
ჭყონდიდელის დასახლებაში, რჩეულიშვილის ქუჩაზე, ახალი მულტიფუნქციური რეკრეაციული სივრცის მოწყობის სამუშაოები აქტიურად გრძელდება. პროექტის მიმდინარეობას, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, ინფრასტრუქტურის სამსახურთან და საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების” წევრებთან ერთად, სამუშაო შეხვედრის ფორმატში ადგილზე გაეცნო. ,,რუსთავის მერია ,ვაგრძელებთ ქალაქის ეკოლოგიური გამოწვევების დასაძლევად ახალი პროექტების განხორციელებას. ჩვენ ჭყონდიდელის დასახლებაში უკვე მოვაწყვეთ ახალი შიდა საუბნო სივრცეები, ასევე მოსახლეობის თხოვნით, რჩეულიშვილის […]
რუსთავის მერისა და ახალგაზრდული დეპარტამენტის ინიციატივით დაწყებული კამპანია – „თაობა მომავლისთვის“, რომელიც საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებთან მათთვის საინტერესო საკითხებზე დისკუსიას ითვალისწინებდა, #28 საჯარო სკოლაში გამართული შეხვედრით დასრულდა. კამპანიის ფარგლებში, ქალაქის მერი ნინო ლაცაბიძე რუსთაველ წარმატებულ სპორტსმენებთან, მუსიკოსებთან და სხვა ცნობად სახეებთან ერთად, 1700-მდე ახალგაზრდას შეხვდა. რუსთავის მერმა საჯარო და კერძო სკოლების უფროსკლასელებს, ქალაქში მიმდინარე და […]
რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, მერიაში მიმდინარე მუნიციპალური სერვისების რეფორმის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება – თანამედროვე მუნიციპალური სერვისცენტრის პროექტი, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ხელმძღვანელს, კევინ მაკლოკინს გააცნო. ნინო ლაცაბიძემ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების ცენტრის წარმომადგენლებს მოქალაქეთა მომსახურების ახალი ცენტრის შენობა დაათვალიერებინა და იმ სერვისების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რომელსაც რუსთაველები ერთ სივრცეში ძალიან მალე მიიღებენ. […]
რუსთავის მერმა, ნინო ლაცაბიძემ ქალაქში პირველი ბიბლიოთეკის გახსნიდან 75 წლისთავთან დაკავშირებით, ბიბლიოთეკების გაერთიანების თანამშრომლებსა და მკითხველებს უმასპინძლა. ნინო ლაცაბიძემ ბიბლიოთეკების თანამშრომლებს, წლების განმავლობაში გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ რეფორმის ფარგლებში, უახლოეს პერიოდში, ქალაქში თანამედროვე ტიპის მედიათეკა გაიხსნება, სადაც მკითხველს კომფორტული და სასიამოვნო გარემო დახვდება. ,,რუსთავის ბიბლიოთეკა 75 წლის გახდა, ჩვენ დღეს მივულოცეთ და […]
რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, 2024 წლის სამოქმედო გეგმაში პრიორიტეტების განსაზღვრის მიზნით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თავმჯდომარეებთან შეხვედრები დაიწყო. მერიაში გამართულ პირველ შეხვედრაზე, ნინო ლაცაბიძემ რუსთავის ახალი განვითარების კონცეფცია, ქალაქში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები, ასევე მუნიციპალური სერვისები და პროგრამები, ჭყონდიდელის დასახლების, მე-20-ე და 21- ე მიკრო რაიონების კორპუსების ამხანაგობების თავმჯდომარეებთან ერთად განიხილა. შეხვედრა დიალოგისა და კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. […]
რუსთავის მერიის და კომპანია ,,გალფის” ერთობლივი პროექტის ფარგლებში, რუსთავში, აღმაშენებლის გამზირზე, ზაზა ფაჩულიას სახელობის საკალათბურთო კორტი გაიხსნა. საკალათბურთო მოედნის გახსნას, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, ზაზა ფაჩულიასთან, ,,გალფის“ გენერალურ დირექტორ ქრეიგ კრამერთან და კომპანიის დამფუძნებელ ვანო ნაკაიძესთან ერთად დაესწრო. ,,ეს პროექტი კარგი მაგალითია, იმისა, თუ როგორ გაერთიანდა მუნიციპალიტეტი, ბიზნესი და წარმატებული სპორტსმენი, რომელმაც ნამდვილად იცის წარმატების […]
რუსთავის მერმა არქიტექტურის სამსახურის ხელმძღვანელ კობა ძლიერიშვილთან ერთად, სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს, ქალაქის ურბანული და ჭალის ტყის განვითარების კონცეფციები გააცნო. პრეზენტაცია ურბანული განვითარების ახალი ხედვისა და ჭალის ტყის განვითარების საკითხებზე, მრჩეველთა საბჭოს წინაშე მერიის არქიტექტურის სამსახურის ხელმძღვანელმა კობა ძლიერიშვილმა წარადგინა. შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში წარიმართა და რუსთავის მერმა აღნიშნულ და სხვა მიმდინარე მნიშვნელოვან საკითხებზე, საბჭოს წევრების მიერ […]
გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების მიზნით შპს „ჯეოსთილის“ მიერ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში წარმოდგენილია ქ. რუსთავში, მეტალურგიული საწარმოს ექსპლუატაციის პირობების ცვლილების (წარმადობის გაზრდა) პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში და კანონით გათვალისწინებული თანდართული დოკუმენტაცია, რომელიც განთავსდა სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე (იხ. ბმული – https://nea.gov.ge/Ge/GZSH/1288). აღნიშნულ პროექტზე გარკვეული საკითხების დაზუსტების მიზნით, 2023 წლის 29 მარტის N21/2193 წერილის საფუძველზე სსიპ გარემოს ეროვნულმა […]