რუსთავის მერიამ ახალგაზრდებთან ერთად, ახალი კამპანია -,,თაობა მომავლისთვის“ დაიწყო

,,თაობა მომავლისთვის”- ამ სახელწოდების ახალ კამპანიას რუსთავის მერია, ახალგაზრდებთან ერთად განახორციელებს. კამპანიის მიზანი, რუსთავის განვითარების პროცესში ახალგაზრდობის ჩართულობის გაძლიერება და მნიშვნელოვანი პროექტების მათთან ერთად დაგეგმვაა. ,,თაობა მომავლისთვის“ რუსთავის მე-4 საჯარო სკოლაში, მოსწავლეებთან შეხვედრით გაიხსნა. შეხვედრას რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორი თამარ წულეისკირი, თეატრმცოდნე და ტელეწამყვანი ნიკოლოზ წულუკიძე, მუსიკოსი ლაშა […]

რუსთავის მერია ესთეტიკური და კოსმეტიკური ცენტრების სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობის შემოწმებას იწყებს

მუნიციპალური სერვისების რეფორმის ფარგლებში, რუსთავის მერია საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის სფეროში არსებული სერვისების განახლებას იწყებს. მოსახლეობისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნის მიზნით, მერიის შესაბამისი სამსახურის თანამშრომლები, ესთეტიკური და კოსმეტიკური ცენტრების სანიტარულ-ჰიგიენურ მდგომარეობას შეამოწმებენ. მონიტორინგის პროცესის დაწყებამდე, რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, ქალაქის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის და უსაფრთხო გარემოს ცენტრის თანამშრომლებთან ერთად, ესთეტიკური და კოსმეტიკური ცენტრების წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა. […]

რუსთავში სამი ცენტრალური მოედნისა და შესასვლელის რეკონსტრუქციის პროექტის ბოლო ეტაპი დაიწყო

რუსთავის მერიამ, ქალაქის შემოსასვლელისა და სამი მოედნის რეკონსტრუქციის პროექტის ბოლო ეტაპის განხორციელება დაიწყო. სარეაბილიტაციო სამუშაოები, დღეს დილიდან შოთა რუსთაველის სახელობის მოედანზე მიმდინარეობს. სპეციალური ტექნიკის მეშვეობით, ტერიტორიაზე გზის ძველი საფარის მოხსნა მიმდინარეობს, რის გამოც მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდა. სამუშაოების მიმდინარეობა,  რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარ დეპუტატ ირაკლი შატაკიშვილთან, ქალაქის საკრებულოს ფრაქცია […]

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში რუსთავის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში, რუსთავის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების სამოქმედო გეგმის (2020-2022) შესრულების ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებაზე, როგორც ქვეყნისთვის ერთ-ერთი მთავარი გარემოსდაცვითი გამოწვევის საკითხზე ისაუბრა და სახელმწიფოს მიერ შემუშავებული პოლიტიკის მნიშვნელობასა და განხორციელებული ღონისძიებების ეფექტიანობაზე გაამახვილა ყურადღება. მინისტრის განცხადებით, რუსთავის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის […]

დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო, შოთა რუსთაველის სახელობის მოედნის მიმართულებით, საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება

რუსთავში, ქალაქის შემოსასვლელის, თამარ მეფის, ჟიული შარტავას და შოთა რუსთაველის სახელობის მოედნების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. შოთა რუსთაველის სახელობის მოედანზე დაგეგმილი სამუშაოების გამო, მიმდინარე წლის 24 თებერვლის 22:00 სთ-დან 6 მარტის 08:00 სთ-მდე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება: ჟიული შარტავას სახელობის მოედნიდან შოთა რუსთაველის სახელობის მოედნის მიმართულებით (მოძრაობა შესაძლებელი იქნება ლომოურის ქუჩის მიმართულებით მხოლოდ სუპერმარკეტ ,,კარფურის’’ მომხმარებლებისთვის) ლომოურის ქუჩიდან […]

რუსთავის მერია ქალაქის დასუფთავებისა და საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის სერვისის რეფორმას აგრძელებს

მუნიციპალური სერვისების ახალი სტანდარტების დანერგვის მიზნით, ,,რუსთავსერვის ცენტრის“ დასუფთავების სამსახურის რეფორმას, რუსთავის მერია მეორე წელია, რაც ახორციელებს. 2022 წელს, მუნიციპალიტეტმა ევრო 5-ის სტანდარტის საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადამზიდი მანქანები და სპეცტექნიკა შეიძინა. წინა წლებისგან განსხვავებით, როცა ქალაქის ნაწილის დასუფთავების სერვისს რუსთავის მერია აუთსორსინგის გზით იღებდა, 2022 წლიდან, ქალაქის დასუფთავებას მთლიანად რუსთავის მერიის ა(ა)იპ ,,რუსთავსერვისცენტრი“ უზრუნველყოფს. ქალაქის ქუჩებს, […]

რუსთავის მერიამ ,,რუსთავის წყალთან” ერთად, საცხოვრებელ კორპუსებში სასმელი წყლისა და წყალარინების სისტემების მონიტორინგი დაიწყო

რუსთავის მერის ინიციატივით, ა(ა)იპ ,,რუსთავის კორპუსმა“ კომპანია ,,რუსთავის წყალთან“ ერთად, პრობლემების იდენტიფიცირების მიზნით, საცხოვრებელ კორპუსებში სასმელი წყლისა და წყალარინების სისტემების ერთობლივი მონიტორინგი დაიწყო. მონიტორინგის ჯგუფის წევრებმა უკვე შეისწავლეს 27 კორპუსში არსებული მდგომარეობა. რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, კომპანია ,,რუსთავის წყლის“ გენერალური დირექტორის მოადგილე თემურ ჯანელიძე, ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ წევრები მონიტორინგის ჯგუფის წევრებთან ერთად, დღეს მესხიშვილის ქუჩის […]

სკრინინგის განცხადება – ქ. რუსთავში, მშვიდობის ქ. №48-ში შპს „პოლივიმის“ პოლიეთილენ-ტერეფტალატის (PET) ბოთლების რეციკლირების და პოლიეთერის ბოჭკოს საწარმოს ექსპლუატაციის პირობების ცვლილების პროექტი

დაგეგმილი საქმიანობის დასახელება: ექსპლუატაციის პირობების ცვლილება; დაგეგმილი საქმიანობის განმახორციელებელი: შპს „პოლივიმი“; დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილი: ქ. რუსთავი, მშვიდობის ქ. №48; დაგეგმილი საქმიანობის სკრინინგის განცხადებასთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ  სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2023 წლის 17 თებერვლის ჩათვლით, მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6, ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge (გთხოვთ, შენიშვნის/მოსაზრების ელ.ფოსტაზე გამოგზავნისას  მიუთითოთ  შემდეგი ადრესატი: სსიპ […]

არაფორმალური განათლების ხელშეწყობის მიზნით, რუსთავში თანამედროვე ტიპის მედიათეკა შენდება

რუსთავის ახალი განვითარების კონცეფციის ფარგლებში, თანამედროვე ტიპის ახალგაზრდული ცენტრის – მედიათეკის მშენებლობა მიმდინარეობს. თანამედროვე ტიპის მედიათეკის მშენებლობის დასრულების შემდეგ, უახლოეს პერიოდში, რუსთაველ ახალგაზრდებს არაფორმალური განათლების მიღების საშუალება კომფორტულ გარემოში ექნებათ. რუსთავის მერის ნინო ლაცაბიძის განცხადებით, ძველი ბიბლიოთეკები, სადაც სერვისის ფორმა, თუ შენობების ინტერიერი, თანამედროვე სტანდარტებს ვეღარ აკმაყოფილებს, ახალგაზრდების დასაინტერესებლად ფორმის შეცვლას და სერვისის გამრავალფეროვნებას საჭიროებს. […]

რუსთავში, ცენტრალური ქუჩების პარალელურად, შიდასაუბნო სივრცეების მოწყობის სამუშაოებიც მიმდინარეობს

რუსთავში, შიდასაუბნო სივრცეების კეთილმოწყობისა და ახალი რეკრეაციების შექმნის მიზნით დაწყებული პროექტები გრძელდება. სკვერის მოწყობის სამუშაოები, ამჟამად ჭყონდიდელის დასახლებაში, ჩეხოვის ქუჩაზე მიმდინარეობს. 1570 კვადრატულ მეტრ ფართობზე მწვანე კუნძულები, საფეხმავლო ბილიკები, საბავშვო ატრაქციონები, სპორტული მოედანი და ფანჩატურები კეთდება. ახალი რეკრეაცია ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. სკვერის მოწყობის სამუშაოებს, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების” […]