რუსთავის საქალაქო სასამართლომ ქალაქის მერიის სარჩელი სრულად დააკმაყოფილა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბათილად იქნა ცნობილი რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის 2023 წლის 28 სექტემბრის #39-392327116 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და საკრებულოს დაევალა, თავიდან განიხილოს რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის მიერ წარდგენილი საკითხები. მოსამართლის გადაწყვეტილებით, არაუფლებამოსილ პირებად იქნენ აღიარებული ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების, საფინანსო-საბიუჯეტო, სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიები, […]