ბრძანება
რუსთავში, საქართველოს ეროვნული გმირის ჟიული შარტავას 80 წლისთავი აღნიშნეს. რუსთავის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ წევრებმა და ქალაქის მერის მოადგილეებმა, ჟიული შარტავას ხსოვნას პატივი მიაგეს და ეროვნული გმირის მემორიალი ყვავილებით შეამკეს. ჟიული შარტავას სახელობის რუსთავის #4 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კი მისი ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართეს. „საქართველოს ეროვნულ გმირს ჟიული შარტავას 80 წელი შეუსრულდებოდა. დღეს მის მემორიალთან […]
რუსთავში მნიშვნელოვანი ეკოლოგიური პროექტის-ჭალის ტყის განვითარებაზე იწყება მუშაობა. სტრატეგიული დოკუმენტი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, რუსთავის მერიის და შვედეთის განვითარების სააგენტოს (Sida) ჩართულობით შეიქმნა და რუსთავის ჭალის ტყის აღდგენას, განვითარებას და კონსერვაციას გულისხმობს. რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ სტრატეგიული დოკუმენტის განხორციელების დეტალები, მუნიციპალიტეტის და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად, გასვლითი სამუშაო შეხვედრის ფორმატში განიხილა. ,,რუსთავის ეკოლოგიის […]
2024 წლის 23 თებერვალს, სსდ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში წარადგინა გარდაბნისა და რუსთავის მუნიციპალიტეტებში „ნატახტარი (წიწამური)- რუსთავის მონაკვეთის ლოჭინის კვანძიდან რუსთავამდე უბნის (ლოტი N5) მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის განცხადება. გზშ-ის ანგარიშის განცხადების შესახებ ინფორმაცია თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად განთავსებულია გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე – www.ei.gov.ge. დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: […]
რუსთავში მოქანდაკეთა საერთაშორისო სიმპოზიუმი ჩატარდება. ღონისძიება, რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკში, სპეციალურად მოწყობილ იმ სივრცეში გაიმართება, რომელმაც მე-20 საუკუნის 90-იან წლებში, რუსთავის პირველ საერთაშორისო სიმპოზიუმს უმასპინძლა. 2024 წლის სიმპოზიუმისთვის მზადება, რუსთავის მერიამ უკვე დაიწყო. ამ ეტაპზე, ღონისძიებისთვის განკუთვნილი ტერიტორიის დასუფთავება და სიმპოზიუმის სივრცის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. ,,კიდევ ერთი ძალიან საინტერესო და ლამაზი ტრადიციის აღდგენისთვის ვემზადებით. […]
რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩ მარკ კლეიტონსა და რუმინეთის ელჩს რაზვან როტუნდუს შეხვდა. შეხვედრას რუსთავის მერიის ადმინისტრაციის უფროსი მიხეილ მუზაშვილი, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ქალაქის მერმა სტუმრებს მუნიციპალური სერვისების ახალი ცენტრი დაათვალიერებინა. ნინო ლაცაბიძემ ელჩებს რუსთავის განვითარების გეგმა გააცნო და მუნიციპალური სერვისების გაუმჯობესების […]
განცხადება გზშ-ის ანგარიში
რუსთავის საქალაქო სასამართლომ ქალაქის მერიის სარჩელი სრულად დააკმაყოფილა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბათილად იქნა ცნობილი რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის 2023 წლის 28 სექტემბრის #39-392327116 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და საკრებულოს დაევალა, თავიდან განიხილოს რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის მიერ წარდგენილი საკითხები. მოსამართლის გადაწყვეტილებით, არაუფლებამოსილ პირებად იქნენ აღიარებული ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების, საფინანსო-საბიუჯეტო, სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიები, […]