რუსთავში წინასააღდგომოდ სასაფლაოების დასუფთავების მასშტაბური სამუშაოები ტარდება

რუსთავის მერია წინასააღდგომოდ სასაფლაოების დასუფთავების მასშტაბურ სამუშაოებს ატარებს. ქალაქის სასაფლაოს ტერიტორიაზე დილიდან მობილიზებული იყო „რუსთავ სერვის ცენტრის“ დასუფთავების და გამწვანების სამსახურების 400 თანამშრომელი, ადგილზე მუშაობს სპეციალური ტექნიკაც. „რუსთავში, როგორც ძველი, ასევე ახალი სასაფლაოს ტერიტორიის დასუფთავება დილიდან აქტიურად მიმდინარეობს. პროცესში ჩართულია „რუსთავ სერვის ცენტრის“ 400 თანამშრომელი, მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა. სასაფლაოს ტერიტორიიდან ხდება როგორც დაგროვილი ნარჩენების გამოტანა, […]