ნინო ლაცაბიძე: რუსთავში კიდევ ერთი კულტურული კერა გაჩნდება, რომელიც ჩვენი ახალგაზრდებისთვის ახალ შესაძლებლობებს შექმნის

რუსთავში, გასული საუკუნის 50-იან წლებში აშენებული კულტურის სახლის ისტორიული შენობის სრული რესტავრაცია-რეაბილიტაციის პროექტი დასრულების ეტაპზეა. რუსთაველი ახალგაზრდების ჩართულობით შემუშავებული თანამედროვე კონცეფციის თანახმად, განახლებულ შენობაში „არტ-პავილიონი” დაიწყებს ფუნქციონირებას. ინფრასტრუქტურული პროექტის მიმდინარეობას, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე სამუშაო ფორმატში ადგილზე გაეცნო. „ჩვენს ქალაქში, 1948 წელს კლასიციზმის არქიტექტურული სტილით ნაშენებ შენობას, რესტავრაცია-რეაბილიტაციისას ავთენტური იერსახე შევუნარჩუნეთ. კულტურის სახლის განახლებასთან ერთად, […]