რუსთავის სანერგე მეურნეობაში გამოყვანილი ნერგებით ქალაქის რამდენიმე უბანი გამწვანდება

რუსთავში გამწვანების მასშტაბური აქციები მოეწყობა. ამისთვის, ქალაქს ხე-მცენარეების საკუთარი რესურსი აქვს, რომელიც ,,რუსთავსერვის ცენტრის” სანერგე მეურნეობაშია დაკალმებული და გაზრდილი. რუსთავის სანერგე მეურნეობა, ქალაქის გარეუბანში, ბუნებრივ ჭალაში 2 ჰექტარზეა გაშენებული და აბსოლუტურად მწვანე ლანდშაფტს ქმნის. სანერგეში 64 სხვადასხვა სახეობის, 7000 ათასამდე ხე-მცენარეა. „ეკოლოგია რუსთავის ისტორიული პრობლემაა, ამ გამოწვევის დასაძლევად, აქტიურად ვმუშაობთ სამინისტროსთან და პარლამენტთან ერთად, მაგრამ […]