რუსთავის მუნიციპალური ავტოტრანსპორტის სამსახურის თანამშრომლებს ჯანმრთელობის დაცვის პაკეტს მერია დაუფინანსებს

რუსთავის მერია მუნიციპალური ტრანსპორტის სამსახურის რეფორმას აგრძელებს. დასაქმებულთა შრომითი პირობების გაუმჯობესების მიზნით, მუნიციპალური ავტოტრანსპორტის სამსახურის თანამშრომლებს ჯანმრთელობის დაცვის პაკეტს მერია დაუფინანსებს. რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, აღნიშნული სიახლე „მუნიციპალური ავტობუსების საწარმოს” თანამშრომლებთან შეხვედრაზე გააჟღერა. ქალაქის მერმა გზების რეაბილიტაციისა და ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიზნით დაგეგმილ სხვა ღონისძიებებზეც ისაუბრა. „რუსთავის მუნიციპალური ტრანსპორტის თანამშრომლებს შევხვდით და გავაცანით დაზღვევასთან დაკავშირებული სიახლე, […]