ნინო ლაცაბიძე: რუსთავში მოძველებული საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია, ერთ-ერთი გამოწვევაა, რომელსაც მასშტაბური პროექტებით ვპასუხობთ

რუსთავში, ახალი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა კიდევ ერთ ლოკაციაზე იწყება. თოდრია-მარჯანიშვილის ქუჩების კვეთიდან, სანაპიროს ქუჩამდე საგზაო სამუშაოების მოსამზადებელი ეტაპი უკვე დაიწყო და პროექტის მიხედვით წყლის და წყალარინების სისტემის რეაბილიტაციაც იგეგმება. „რუსთავში მოძველებული საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია ერთ-ერთი გამოწვევაა, რომელსაც მასშტაბური პროექტებით ვპასუხობთ. დღეისათვის, ერთდროულად რამდენიმე ქუჩაზე მიმდინარეობს გზების სისტემური მოწესრიგება. მიმდინარეობს როგორც გზის ახალი საფარის, ასევე საფეხმავლო ბილიკებისა და მწვანე სივრცეების განვითარება. […]