2025 წლის 27 და 29 ოქტომბერს, შპს ,,რუსთავოილმა“ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში წარმოადგინა დაგეგმილი საქმიანობის (ნავთობპროდუქტების გადამამუშავებელი საწარმოს (სარეზერვუარო პარკი ნედლეულის და პროდუქციისათვის – 19 560 მ 3 მოცულობით) მოწყობა და ექსპლუატაციის პირობების ცვლილება, ნარჩენების აღდგენა) გზშ-ის ანგარიშის დაზუსტებული დოკუმენტაცია. შესაბამისი განცხადებები თანდართულ დოკუმენტებთან ერთად განთავსებულია გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე: https://ei.gov.ge/. დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://ei.gov.ge/ka/info/3d9da5fd-0f43-46d5-9a39-55e89d01f4c3.
დაგეგმილი საქმიანობის გზშ-ის ანგარიშის დამატებით განცხადებებთან და თანდართულ დოკუმენტებთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარმოადგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში 2025 წლის 14 ნოემბრის ჩათვლით, მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი N150 ან ელ.ფოსტაზე: eia@mepa.gov.ge (გთხოვთ, შენიშვნების/მოსაზრებების ელფოსტაზე გამოგზავნისას მიუთითოთ შემდეგი ადრესატი: სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს).
იხილეთ: დანართი