ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიას №3825258379-05 15.09.2025წ. განცხადებით მომართა სს „პანექსი“-ს (ს/ნ405034911) წარმომადგენელმა. წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, განმცხადებელმა მოითხოვა რუსთავის მუნიციპალიტეტში მდებარე მიწის ნაკვეთზე (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 02.08.01.062, 02.08.01.063) განაშენიანების დეტალური გეგმის შემუშავების შესაძლებლობის განხილვა და შესაბამისი დავალების გაცემა.
„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის – გენერალური გეგმისა და განაშენიანების გეგმის დამტკიცების თაობაზე“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 29 ნოემბრის N154 დადგენილების დანართების შესაბამისად, გეგმარებითი ერთეული ხვდება ცენტრის ზონა შზ 2 სექტორ 1-ში (შზ 2 ს 1) და სატრანსპორტო ინფრასტურქტურის ტერიტორიაზე.
ამავდროულად, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიას N04-3825274489-38 01.10.2025 წ. წერილით მომართა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, რომლითაც ირკვევა, ქ. რუსთავში, რუსთავის მე-17 კმ გზატკეცილზე მდებარე 6 (ექვსი) ერთეული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის და მათზე არსებული შენობა-ნაგებობების ((უძრავი ქონების) ს/კ: 02.08.01.045, ს/კ 02.08.01.050, ს/კ 02.08.01.051, ს/კ 02.08.01.122; ს/კ 02.08.01.159 და ს/კ 02.08.01.039) ნაკვეთები ასევე ხვდება სატრანსპორტო ინფრაქსტურქტურის ტერიტორიაზე.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მომართა მუნიციპალიტეტს ს/კ: 02.08.01.045, ს/კ 02.08.01.050 და ს/კ 02.08.01.039 მიწის ნაკვეთების ნაწილზე ამჟამად არსებული სატრანსპორტო ზონის ფუნქციური ზონის ცვლილებასთან დაკავშირებით. კერძოდ, სატრანსპორტო ზონა (საავტომობილო გზის 1-ელი კატეგორია) შეიცვალოს შერეულ ზონად (შზ).
მუნიციპალიტეტის მიერ მიღებული იქნება დადებითი გადაწყვეტილება, ზემოაღნიშნულ მიწის ნაკვეთებზე ზონის ცვლილების ინიცირების შესახებ. იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული წარმოადგენს არსებით ცვლილებას, შესაბამისად, უნდა მოხდეს ცვლილება ზემდგომ ქალაქმშენებლობით დოკუმენტში და მომზადდეს დოკუმენტაცია გეგმარებით ერთეულზე გენერალურ გეგმასა და განაშენიანების გეგმაში ცვლილებისა და განაშენიანების დეტალური გეგმის დამუშავების თაობაზე, კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით.
ზემოაღნიშნული განცხადების შესახებ ინფორმაცია თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად განთავსებულია პორტალზე – ms.gov.ge.
ინიცირების განცხადებასთან და თანდართულ დოკუმენტაციასთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიას საჯარო განხილვის დასრულებიდან 15 სამუშაო დღის ვადაში, მისამართზე: ქ.რუსთავი, კოსტავას გამზირი N20, მეგობრობის გამზ. N20ბ, ან ელფოსტაზე: rustavi.municipality@rustavi.gov.ge
დამატებით გაცნობებთ, რომ ზემოაღნიშნული საკითხის საჯარო განხილვები გაიმართება 2025 წლის 26 დეკემბერს, 12:00 საათზე, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური სერვისების ცენტრის შენობაში (მის.: მეგობრობის გამზ. N20ბ)