ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიას №3825302225-05 24.12.2025წ. განცხადებით მომართა ზაქარია ტაბატაძემ (პ/ნ 35001046227). წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, განმცხადებელმა მოითხოვა რუსთავის მუნიციპალიტეტში მდებარე მიწის ნაკვეთზე (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 02.04.04.839) განაშენიანების დეტალური გეგმის შემუშავების შესაძლებლობის განხილვა და შესაბამისი დავალების გაცემა.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიამ გამოიკვლია არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ განმცხადებლის დაინტერესებაში არსებული ტერიტორია ხვდება რუსთავის მუნიციპალიტეტის საზღვრებში, განაშენიანების ჩამოყალიბებულ სისტემაში.
„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის – გენერალური გეგმისა და განაშენიანების გეგმის დამტკიცების თაობაზე“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 29 ნოემბრის N154 დადგენილების დანართების შესაბამისად, გეგმარებითი ერთეული ხვდება საცხოვრებელი ზონა სზ 2 სექტორ 1-ში (სზ 2 ს 1).
წარმოდგენილი დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ დაგეგმვის ამოცანას წარმოადგენს არსებული ზონის (სზ 2 ს 1) ცვლილება საცხოვრებელ ზონა 4-ად (სზ 4), იქიდან გამომდინარე, რომ ტერიტორიაზე იგეგმება მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა.
მუნიციპალიტეტის მიერ მიღებული იქნება დადებითი გადაწყვეტილება, ზემოაღნიშნულ მიწის ნაკვეთებზე ზონის ცვლილების ინიცირების შესახებ. იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული წარმოადგენს არსებით ცვლილებას, შესაბამისად, უნდა მოხდეს ცვლილება ზემდგომ ქალაქმშენებლობით დოკუმენტში და მომზადდეს დოკუმენტაცია გეგმარებით ერთეულზე გენერალურ გეგმასა და განაშენიანების გეგმაში ცვლილებისა და განაშენიანების დეტალური გეგმის დამუშავების თაობაზე, კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით.
ზემოაღნიშნული განცხადების შესახებ ინფორმაცია თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად განთავსებულია პორტალზე – ms.gov.ge.
ინიცირების განცხადებასთან და თანდართულ დოკუმენტაციასთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიას საჯარო განხილვის დასრულებიდან 15 სამუშაო დღის ვადაში, მისამართზე: ქ.რუსთავი, კოსტავას გამზირი N20, მეგობრობის გამზ. N20ბ, ან ელფოსტაზე: rustavi.municipality@rustavi.gov.ge
დამატებით გაცნობებთ, რომ ზემოაღნიშნული საკითხის საჯარო განხილვები გაიმართება 2026 წლის 14 იანვარს, 15:00 საათზე, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური სერვისების ცენტრის შენობაში (მის.: მეგობრობის გამზ. N20ბ)