რუსთავში, შპს „ალტერვეისტის“ მიერ 10 ტონაზე მეტი სახიფათო ნარჩენების დროებითი შენახვის ობიექტის მოწყობა-ექსპლუატაციის პროექტის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვის შესახებ

სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა – ქ. რუსთავში შპს „ალტერვეისტის“ მიერ 10 ტონაზე მეტი სახიფათო ნარჩენების (ნარჩენი ზეთები) დროებითი შენახვის ობიექტის მოწყობა-ექსპლუატაცია დაგეგმილი საქმიანობის დასახელება: 10 ტონაზე მეტი სახიფათო ნარჩენის დროებითი შენახვის ობიექტის მოწყობა

დაგეგმილი საქმიანობის განმახორციელებელი: შპს ,,ალტერვეისტი“

დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილი: ქ. რუსთავი

საჯარო განხილვის ორგანიზატორი: სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო

დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვის დრო და ადგილი: · 2026 წლის 27 იანვარი, 12:00 საათი, რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის შენობა (მის.: კოსტავას გამზირი N 20)

„გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ თანახმად, სკოპინგის დასკვნის გამცემ უფლებამოსილ ორგანოს წარმოადგენს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო.

საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარმოდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.

წარმოდგენილ სკოპინგის განცხადებასთან/ანგარიშთან დაკავშირებით წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ, წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2026 წლის 28 იანვრის ჩათვლით, მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი N150 ან ელფოსტაზე: eia@mepa.gov.ge (გთხოვთ, შენიშვნების/მოსაზრებების ელფოსტაზე გამოგზავნისას მიუთითოთ შემდეგი ადრესატი: სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს). დამატებით გაცნობებთ, რომ მოთხოვნის შემთხვევაში წარმოდგენილი დოკუმენტაციის ნაბეჭდი/მატერიალური ვერსიის ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო. საჯარო განხილვასთან დაკავშირებით შეგიძლიათ დაუკავშირდეთ სააგენტოს (დავით აღმაშენებლის გამზ. N150, 0112, თბილისი; ელფოსტა: eia@mepa.gov.ge, ტელ.: +995 32 2439503/+995 32 2439510). გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის მე-9 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, 2025 წლის 24 დეკემბერს, საქმიანობის განმახორციელებელმა სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში წარმოადგინა განცხადება სკოპინგის დასკვნის გაცემის თაობაზე. აღნიშნული განცხადების რეგისტრაციიდან არაუადრეს 26-ე დღისა და არაუგვიანეს 30-ე დღისა სააგენტო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე გასცემს სკოპინგის დასკვნას, რომლითაც განისაზღვრება გზშ-ის ანგარიშის საჭირო კვლევების, მოსაპოვებელი და შესასწავლი ინფორმაციის ჩამონათვალი. სკოპინგის დასკვნის გაცემისას შესაძლებელია გამოყენებულ იქნას სახელმძღვანელო დოკუმენტი „გარემოზე ზემოქმედების შეფასების შესახებ“.

პროექტის შესახებ ინფორმაცია განთავსებულია გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე: https://ei.gov.ge/, დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://ei.gov.ge/ka/info/73677092-11ed-45c2-8fac-1996d393abed

იხილეთ დანართი

 

წინა რუსთავში საახალწლო კონცერტი გაიმართა