რუსთავში, შპს „ალტერვეისტის“10 ტონაზე მეტი სახიფათო ნარჩენების (ნარჩენი ზეთები) დროებითი შენახვის ობიექტის მოწყობა და ექსპლუატაცია) გარემოზე ზემოქმედების (გზშ) ანგარიშის შესახებ

2026 წლის 23 სექტემბერს, შპს ,,ალტერვეისტმა“, „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ შესაბამისად, სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში წარმოადგინა დაგეგმილი საქმიანობის (ქ. რუსთავში, შპს „ალტერვეისტის“10 ტონაზე მეტი სახიფათო ნარჩენების (ნარჩენი ზეთები) დროებითი შენახვის ობიექტის მოწყობა და ექსპლუატაცია) გარემოზე ზემოქმედების (გზშ) ანგარიშის დაზუსტებული დოკუმენტაცია.

შესაბამისი განცხადება თანდართულ დოკუმენტებთან ერთად განთავსებულია გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე: https://ei.gov.ge/. დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://ei.gov.ge/ka/info/73677092-11ed-45c2-8fac-1996d393abed.

დაგეგმილი საქმიანობის გზშ-ის ანგარიშის დამატებით განცხადებასთან და თანდართულ დოკუმენტებთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარმოადგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში 2026 წლის 12 ოქტომბრის ჩათვლით, მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი №150 ან ელფოსტაზე: eia@mepa.gov.ge (გთხოვთ, შენიშვნების/მოსაზრებების ელფოსტაზე გამოგზავნისას მიუთითოთ შემდეგი ადრესატი: სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს).

იხილეთ დანართი

 

წინა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებულ პროგრამაში ჩართულ სტუდენტებს, რუსთავის მერიაში პირველი სამუშაო დღე აქვთ