„გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ შესაბამისად, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით, განსაზღვრული საქმიანობის (ქ. რუსთავში შპს „პოლივიმის“ პოლიეთილენტერეფტალატის (PET) ბოთლების რეციკლირების (ნარჩენების აღდგენა) და პოლიეთერის ბოჭკოს საწარმოს მშენებლობა და ექსპლუატაცია) ექსპლუატაციის პირობის ცვლილების გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის წარდგენის საჭიროების დადგენის მიზნით, შპს „პოლივიმის“ მიერ ა/წ 2 ოქტომბერს სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში წარმოდგენილია სკრინინგის განცხადება თანდართულ დოკუმენტებთან ერთად.
სკრინინგის განცხადება თანდართული დოკუმენტებთან ერთად განთავსებულია გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე: https://ei.gov.ge/. დეტალური ინფორმაცია იხ. ბმულზე: https://ei.gov.ge/ka/info/3e2a989c-88b7-45ba-8b49-6a704b35e4d6. სკრინინგის განცხადებით გათვალისწინებულ საკითხსა და დოკუმენტაციასთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარმოადგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში, 2026 წლის 19 ოქტომბრის ჩათვლით, მისამართზე: დავით აღმაშენებლის გამზ. N150, 0112 თბილისი ან ელფოსტაზე: eia@mepa.gov.ge.