რუსთავის მუნიციპალური სერვისების ცენტრში, სსიპ ,,იუსტიციის იურიდიული დახმარების სამსახურის” სერვისების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

რუსთავში, მუნიციპალური სერვისების ცენტრში, სსიპ ,,იურიდიული დახმარების სამსახურის” წარმომადგენლებმა, რუსთავის მერიის თანამშრომლებთან და საკრებულოს წევრებთან საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გამართეს. შეხვედრას, რუსთავის მერის მოადგილე ოთარ ტატალაშვილი, მერიის ადმინისტრაციის უფროსი მიხეილ მუზაშვილი და საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ წევრები დაესწრნენ. ,,რუსთავის მუნიციპალური სერვისების ცენტრში, დღეს მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა. იურიდიული დახმარების სამსახურის თანამშრომლებმა ისაუბრეს იმ ახალ სერვისზე, რომელსაც ჩვენს […]

ნინო ლაცაბიძე – რუსთავის ახალი განვითარების ტემპი 2024 წელს კიდევ უფრო მაღალი იქნება, ამ ოპტიმიზმის საფუძველს მთავრობის მხარდაჭერა და მერიის გუნდის შექმნილი ბიუჯეტი გვაძლევს 

რუსთავის მერიამ 25 მილიონი ლარით გაზრდილი 2024 წლის ბიუჯეტის პროექტი, დღეს ქალაქის საკრებულოში წარადგინა. 2024 წლის საწყისი ბიუჯეტის პროექტი 112 753 324 ლარით განისაზღვრა. საკრებულოში შეტანამდე, რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, მთავარი ფინანსური დოკუმენტის ძირითადი ასპექტები და პრიორიტეტები ახალგაზრდებს გააცნო. ქალაქის მერმა, ახალ პროგრამებზე და პროექტებზე პრეზენტაცია მედიათეკაში შეკრებილ ახალგაზრდებს წარუდგინა და მათ მიერ დასმულ კითხვებს […]

რუსთავის მერია GIZ-თან ერთად, მოსახლეობის ჩართულობით ახალ პროექტს ახორციელებს

რუსთავის მერია, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით, პროგრამის „კარგი ფინანსური მმართველობა ადგილობრივ დონეზე საქართველოში“ (GFG) ფარგლებში, მოქალაქეთა მონაწილეობით, ახალი პროექტის განხორციელებას გეგმავს. მოსახლეობის თხოვნით, რუსთავის მერია, მე-14 მიკრორაიონის N46-47-48 კორპუსების შიდა ტერიტორიაზე, ახალ რეკრეაციულ საზოგადოებრივ სივრცეს მოაწყობს. ,,რუსთაველების ჩართულობითა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების მხარდაჭერით, ახალი პროექტის განხორციელებას ვგეგმავთ. სწორედ მოსახლეობის თხოვნით, 2024 წელს […]

ნინო ლაცაბიძე – მოსახლეობასთან ერთად გავდივართ ბოლო დეტალებს ბიუჯეტის, რომლითაც 2024 წელს უნდა ვიმოქმედოთ

რუსთავის მერია, 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსიის ფორმირებაში მოსახლეობის აქტიური ჩართვის მიზნით, საჯარო შეხვედრებსა და განხილვებს მართავს. რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, მომავალი წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტის ძირითადი პრიორიტეტები, პროგრამები და პროექტები, დღეს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თავმჯდომარეებს გააცნო. 2024 წლის ბიუჯეტის პროექტს, საკრებულოში წარდგენამდე, ნინო ლაცაბიძე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების 700-ზე მეტ წარმომადგენელს გააცნობს. ,,მოსახლეობასთან, ამხანაგობების თავმჯდომარეებთან ერთად […]

რუსთავში კომედიის თეატრალური ფესტივალი ნიკოლოზ წულუკიძის პროექტით „ქართული თეატრის ამბავი ანუ“ გაიხსნა

რუსთავის მერიის მხარდაჭერით, 10-დან 27 ნოემბრის ჩათვლით, რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის პროფესიულ მუნიციპალურ დრამატულ თეატრში, კომედიის მე-9 თეატრალური ფესტივალი გაიმართება. კომედიის თეატრალური ფესტივალი ნიკოლოზ წულუკიძის პროექტით „ქართული თეატრის ამბავი ანუ“ გაიხსნა. „რუსთავს მდიდარი თეატრალური ისტორია და ტრადიციები აქვს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდებმა და არამხოლოდ ახალგაზრდებმა, შეძლონ საინტერესო სპექტაკლების ნახვა. რუსთავის თეატრი, მერიის ხელშეწყობით, წელს უკვე […]

სგშ ანგარიშის საჯარო განხილვის შესახებ

სგშ ანგარიშის საჯარო განხილვა – საქართველოს სახელმწიფოს ენერგეტიკული პოლიტიკის, ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნული ინტეგრირებული გეგმის სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ანგარიში დაგეგმილი საქმიანობის დასახელება: საქართველოს სახელმწიფოს ენერგეტიკული პოლიტიკა, ენერგეტიკა და კლიმატის ეროვნული ინტეგრირებული გეგმა დაგეგმილი საქმიანობის განმახორციელებელი: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილი: საქართველო (მთელი ქვეყნის მასშტაბით) საჯარო განხილვის ორგანიზატორი: საქართველოს ეკონომიკისა და […]

რუსთავის მერია ახალგაზრდების დასაქმების პროგრამას – ,,ახალი სიმწვანე – ახალი თაობისგან” ახორციელებს

რუსთავის მერიამ, ახალგაზრდების დასაქმების ახალი პროგრამის ,,ახალი სიმწვანე – ახალი თაობისგან“ განხორციელება დაიწყო. პროგრამა, რუსთავის მერიის ,,სახელოვნებო სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის“ და ,,რუსთავსერვის ცენტრის“ თანაორგანიზებით ხორციელდება. მასში ჩართული ახალგაზრდები, ერთი თვის განმავლობაში ,,რუსთავსერვის ცენტრში“ დასაქმდებიან და წინასწარ გაწერილი გრაფიკით, მწვანე სივრცეების მოვლა-პატრონობასა და ახალი ნარგავების დარგვაში მიიღებენ მონაწილეობას. ,,ახალი სიმწვანე – ახალი თაობისგან“, ეს […]

რუსთავის N18 საჯარო სკოლას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა

რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი დოხტურიშვილმა და საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორ ლევან სუხიტაშვილთან ერთად, რუსთავში, ახლადრეაბილიტირებული მე-18 საჯარო სკოლა დაათვალიერეს. მე-18 საჯარო სკოლაში გარემონტდა შენობის სახურავი და ფასადი, გამოიცვალა წყალსაწრეტი მილები. განახლდა საკლასო ოთახები, სველი წერტილები, დერეფნები, კიბის უჯრედები, ადმინისტრაციული ნაწილი, ფოიე, სააქტო […]