ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის, რუსთავში მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსი შენდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, დევნილთა განსახლების უპრეცედენტოდ მასშტაბური პროექტის განხორციელება დაიწყო. 2025 წლის ბოლომდე, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ 13 000 ოჯახს ახალი საცხოვრებელი ფართი გადაეცემა. პროექტის ფარგლებში, რუსთავში, მე-18 მიკრორაიონის მიმდებარედ, ოთხი 10- სართულიანი, 800 ბინაზე გათვლილი ახალი კორპუსი შენდება. სამუშაოების მიმდინარეობას, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი და დევნილთა, ეკომიგრანტთა და […]

Oxygen Fest-ის ფარგლებში რუსთავში ,,კინო დღეები 2023“ ტარდება

რუსთავში, ფესტივალ Oxygen-ის ფარგლებში ,,კინოს დღეები 2023’ გაიხსნა. ქალაქის ცენტრალურ პარკში, ისტორიული ციხის ტერიტორიაზე მოწყობილ ,,ოქსიგენის“ საფესტივალო სივრცეში, მაყურებელს, ქართული მოკლემეტრაჟიანი და სრულმეტრაჟიანი ფილმების ნახვის შესაძლებლობა სამი დღის განმავლობაში უფასოდ ექნება. ,,კინო დღეები 2023“-ის პირველ დღეს რუსთავის პარკის ღია კინო-თეატრში, რეჟისორ სალომე ვეფხვაძის მოკლემეტრაჟიანი ფილმის „მე, ისინი და მამა“ და ილია ასიტაშვილის „სამზადისის“ ჩვენება მოეწყო. […]

რუსთავში Oxygen Fest-ი ტრადიციულად Fishing Fest-ით გაიხსნა

რუსთავში Oxygen Fest-ი ტარდება. წელს ფესტივალი განსხვავებული ფორმატით დაიგეგმა. რუსთავის ცენტრალურ პარკში, ისტორიული ციხის ტერიტორიაზე მოწყობილი საფესტივალო სივრცე, ორი დღის განმავლობაში თევზჭერის მოყვარულებს მასპინძლობდა. 4, 5 და 6 ივლისს კინომოყვარულებს დაეთმობა, გაიმართება სრულმეტრაჟიანი და მოკლემეტრაჟიანი საავტორო ფილმების ჩვენება. ფესტივალის მთავარი მუსიკალური ნაწილი კი რომლის სლოგანიცაა „ჩაისუნთქე ისტორია“ 7, 8 და 9 ივლისს შედგება. Oxygen Fest- […]

რუსთავში, ძველი ლიფტების ახლით ჩანაცვლების პროექტის მეორე ეტაპის სამუშაოები მიმდინარეობს

რუსთავში, ძველი ლიფტების ახლით ჩანაცვლების პროექტის მეორე ეტაპის სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. 2023 წლის ბოლომდე, მაღალსართულიან საცხოვრებელ კორპუსებში, კიდევ 100 ახალი ლიფტი დამონტაჟდება. პროექტი, რუსთავის მერმა მოსახლეობას წლის დასაწყისში, ქალაქის ახალი განვითარების გეგმასთან ერთად წარუდგინა. ძველი ლიფტების ახლით ჩანაცვლების პროცესი, დღეისთვის, ქალაქის რამდენიმე უბანში ერთდროულად მიმდინარეობს. რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, სამუშაოების მიმდინარეობას, ინფრასტრუქტურის სამსახურის, ,,რუსთავის კორპუსისა” […]

მე ამაყი ვარ, რომ ჩვენს პატარა ქალაქს ამდენი ოქროს მედალოსანი, ამდენი წარმატებული ახალგაზრდა ჰყავს – ნინო ლაცაბიძე

რუსთავის სკოლების 149 ოქროსმედალოსანმა, სპეციალურად მათთვის მოწყობილ მიღებაზე, მერიის ფულადი ჯილდო მიიღო. საზეიმო მიღებაზე მისულმა ახალგაზრდებმა ფულადი ჯილდოს გარდა, საჩუქრები კერძო ბიზნესის წარმომადგენლებისგანაც მიიღეს. სპეციალურად მათთვის დაწესებული პრიზები, ლოტოტრონის პრინციპით გათამაშდა. რუსთავის მერიის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე, ოქროს მედალოსნებს, სპეციალური სიგელები ქალაქის მერმა ნინო ლაცაბიძემ გადასცა. ნინო ლაცაბიძემ მათ სკოლის ოქროს მედალზე დამთავრება მიულოცა და შემდგომი […]

სკრინინგის განცხადება – ქ. რუსთავში მშვიდობის ქ. №2-ში სს „რუსთავის აზოტის“ ქიმიური საწარმოს ექსპლუატაციის პირობების ცვლილების პროექტი

დაგეგმილი საქმიანობის დასახელება: ექსპლუატაციის პირობების ცვლილება; საქმიანობის განმახორციელებელი: სს „რუსთავის აზოტი“; დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილი: ქ. რუსთავი, მშვიდობის ქ. №2; დაგეგმილი საქმიანობის სკრინინგის განცხადებასთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ  სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2023 წლის 6 ივლისის ჩათვლით, მისამართზე: ქ.თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N34, ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge (გთხოვთ, შენიშვნის/მოსაზრების ელ.ფოსტაზე გამოგზავნისას  მიუთითოთ  შემდეგი ადრესატი: სსიპ გარემოს […]

4, 5 და 6 ივლისს, ,,ოქსიგენ ფესტის” ფარგლებში, რუსთავის ცენტრალურ პარკში, კინოს დღეები გაიმართება

4, 5 და 6 ივლისს, ,,ოქსიგენ ფესტის” ფარგლებში, რუსთავის ცენტრალურ პარკში, კინოს დღეები გაიმართება. ადგილმდებარეობა: რუსთავის ცენტრალური პარკი – ამფითეატრი დასაწყისი: 20:00 საათი 4 ივლისი სალომე ვეფხვაძე – „მე, ისინი და მამა“ ილია ასიტაშვილი – „მზადება“ ზვიად ციკოლია – „საზღაური“ DJ STAGE 23:00 – T. Ø 5 ივლისი გიორგი გოგიჩაიშვილი – „10:45“ დავით ფირცხალავა – […]

ნინო ლაცაბიძე – ვაგრძელებთ ჩვენი ქალაქის ისტორიული ნაწილის რეაბილიტაციას

ძველი რუსთავის რესტავრაციის პროექტის ფარგლებში, რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაციის პროექტის მეორე ეტაპი დაიწყო. რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო და მოსახლეობას, პროექტის დეტალები ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად გააცნო. სამუშაო ფორმატის შეხვედრას, საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი შატაკიშვილი და საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ წევრები ესწრებოდნენ. ,,ვაგრძელებთ ჩვენი ქალაქის ისტორიული ნაწილის რეაბილიტაციას. სამუშაოები დაწყებულია და […]

7-8-9 ივლისს, რუსთავის ცენტრალურ პარკში, მუსიკალური ფესტივალი -,,ოქსიგენ ფესტი” გაიმართება

მიმდინარე წლის 7-8-9 ივლისს, რუსთავის ცენტრალური პარკი, მუსიკალურ ფესტივალ ,,ოქსიგენ ფესტს” (Oxygen Fest) უმასპინძლებს. ფესტივალის პროგრამა: 7 ივლისი, პარასკევი REGGAEON ჩვენებურები KILEMA MADAGASCAR GAGA FRANI შერეკილები 8 ივლისი, შაბათი DIASSAMIDZE Micro bax Berika Guri de sal Sumo 9 ივლისი, კვირა TAMADA MURO მალხაზ ხონელიძე – DESPANI Zarebi PAPANUSI STRANGE BREW JADMAN GEOBIT PRODUCTION PROCESS უსახელოური […]