ნინო ლაცაბიძე-,,უპრეცენდენტოდ აქტიური 2 წელი იყო რუსთავისთვის, რაც საქართველოს მთავრობის და პარლამენტის ძალიან დიდი მხარდაჭერის, მერიის და საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების” ერთობლივი მუშაობის და რუსთაველების თანადგომის შედეგია“

,,2 წელი რუსთავის ახალი განვითარებისთვის“- ამ შინაარსის იყო პრეზენტაცია, რომელიც რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, სახელმწიფო რწმუნებულმა ქვემო ქართლში გიორგი დოხტურიშვილმა და რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა საქართველოს პარლამენტში, ირაკლი შატაკიშვილმა, მოსახლეობას დღეს წარუდგინეს.

პრეზენტაციას, სხვადასხვა პროფესიის რუსთაველებთან ერთად, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრები: ანრი ოხანაშვილი, ირაკლი ზარქუა, ბექა დავითულიანი, დავით მათიკაშვილი, ალექსანდრე დალაქიშვილი, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ზვიად ჭუნაშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსა და კლიმატის ცვლილების დეპარტამენტის ატმოსფერული ჰაერის სამმართველოს უფროსი ნოე მეგრელიშვილი, კერძო ბიზნესის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ახალი ინფრასტრუქტურული პროექტებით, სოციალური პროგრამებით, მუნიციპალური სერვისების წარმატებული რეფორმით და რეფორმებისთვის აუცილებელი საკანონმდებლო ცვლილებებით დატვირთული ორი წლის შედეგები, რუსთავის მერმა, მოსახლეობას გუნდთან ერთად წარუდგინა.

,,უპრეცენდენტოდ აქტიური 2 წელი იყო რუსთავისთვის, რაც საქართველოს მთავრობის და პარლამენტის ძალიან დიდი მხარდაჭერის, მერიის და საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების” ერთობლივი მუშაობის და რუსთაველების თანადგომის შედეგია.

პირველ რიგში, მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ამ ორი წლის განმავლობაში, საკუთარი წვლილი შეიტანა იმ პროექტების განხორციელებაში, რომლებზეც დღეს ვისაუბრეთ.

გარკვეულ ეტაპზე, აუცილებელია გაწეული სამუშაოს შეჯამება და მოსახლეობისთვის ანგარიშის წარდგენა.

დღეს მთელმა გუნდმა ერთად რუსთაველებს წარვუდგინეთ პროექტები, რომლებიც რუსთავის ახალი განვითარებისთვის, 2 წლის განმავლობაში  განვახორციელეთ“ -განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

2022-2023 წლებში რუსთავში, ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 87 მილიონი ლარის სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი, 400 სხვადასხვა ლოკაციაზეა დასრულებული. 170 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე გაშენდა ახალი რეკრეაცია, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად, შეიქმნა რუსთავის ჭალის ტყის განვითარების სტრატეგია და 18 მოქმედი საწარმოდან 14, გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის კანონის შესაბამის სტანდარტებზეა გადასული.

რუსთავის მერიის სოციალური ბიუჯეტით, 2 წელიწადში, 118 ათასზე მეტმა ბენეფიციარმა ისარგებლა, გატარდა მუნიციპალური სერვისების რეფორმა, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა 3 საჯარო სკოლას, პრემიერ-მინისტრის პროგრამის ფარგლებში, დაწყებულია ორი სკოლის სრული რეაბილიტაცია და ახალი ბაღების მშენებლობა. დასასრულს უახლოვდება განახლებული რეგიონების პროექტის- მეგობრობის გამზირის რეკონსტრუქციის მეორე ეტაპი და სპორტის სასახლის მშენებლობაც. მოეწყო ახალი საგზაო ინფრასტრუქტურა. რუსთავის მერის განცხადებით, 2022-2023 წლები აქტიური იყო ინვესტიციების მიმართულებითაც.

,,ურბანულმა განვითარებამ, ინვესტიციების მოზიდვის კუთხითაც მნიშვნელოვანი წინსვლა მოგვიტანა და მარტო 2022-2023 წლებში, რუსთავში განხორციელებული ინვესტიციის ოდენობამ 155 000 000 ლარს  მიაღწია.

პოზიტიური პროგნოზი გვაქვს 2024 წლისთვისაც. წლევანდელთან შედარებით, 25 მილიონი ლარით გაზრდილი სასტარტო ბიუჯეტის პროექტი გვაქვს წარდგენილი საკრებულოში, რაც რუსთავის განვითარების ტენდენციას კიდევ უფრო აქტიურს, თითოეული რუსთაველისთვის თვალსაჩინოს გახდის და რუსთავს ნამდვილ ევროპულ ქალაქად ჩამოაყალიბებს“-განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.

საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, რუსთავში განხორციელებულ მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა სახელმწიფო რწმუნებულმა ქვემო ქართლში გიორგი დოხტურიშვილმა.

,,ნამდვილად შთამბეჭდავი და მასშტაბური პროექტები განხორციელდა რუსთავში, პრემიერ მინისტრის მიერ ინიცირებული პროგრამის -,,განახლებული რეგიონების“ ფარგლებში,  მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით, 127 მილიონი ლარის, ხოლო რეგიონული განვითარების ფონდიდან 22 მილიონი ლარის პროექტებია განხორციელებული. დაწყებულია და მიმდინარეობს სკოლებისა და ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია. მადლობას ვუხდი რუსთავის მერს და მის გუნდს იმ შედეგისთვის, რაც ამ ორ წელიწადში მოუტანეს რუსთავს.“-განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა ქვემო ქართლში გიორგი დოხტურიშვილმა.

მუნიციპალური სერვისების რეფორმებისთვის საჭირო საკანონმდებლო ცვლილებებზე და დეცენტრალიზაციის მიმართულებით შესრულებულ სამუშაოზე გაამახვილა ყურადღება საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი შატაკიშვილმა. გასული ორი წლის განმავლობაში, რეფორმების მხარდასაჭერად საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით, რამდენიმე მიმართულებით გაიზარდა მუნიციპალიტეტების  უფლებამოსილება.

დასრულებული პროექტების გარდა, რუსთავში უკვე დაწყებულია გარდამავალი ინფრასტრუქტურული პროექტებიც: აფხაზეთის ქუჩის სრული რეაბილიტაცია და გმირთა მოედნიდან კოსტავას გამზირამდე არსებული ტერიტორიის და ქალაქის ცენტრალური ხიდის რეკონსტრუქცია.

წინა შპს „რუსთავის ქიმიურ საწარმო სოდაკოს“ მიერ, რუსთავში ქიმიური ნივთიერების საწარმოსა და ქიმიური პროდუქტების საცავის მოწყობისა და ექსპლუატაციის შესახებ