რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, 2024 წლის სამოქმედო გეგმაში პრიორიტეტების განსაზღვრის მიზნით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თავმჯდომარეებთან შეხვედრები დაიწყო. მერიაში გამართულ პირველ შეხვედრაზე, ნინო ლაცაბიძემ რუსთავის ახალი განვითარების კონცეფცია, ქალაქში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები, ასევე მუნიციპალური სერვისები და პროგრამები, ჭყონდიდელის დასახლების, მე-20-ე და 21- ე მიკრო რაიონების კორპუსების ამხანაგობების თავმჯდომარეებთან ერთად განიხილა. შეხვედრა დიალოგისა და კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. […]
რუსთავის მერიის და კომპანია ,,გალფის” ერთობლივი პროექტის ფარგლებში, რუსთავში, აღმაშენებლის გამზირზე, ზაზა ფაჩულიას სახელობის საკალათბურთო კორტი გაიხსნა. საკალათბურთო მოედნის გახსნას, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, ზაზა ფაჩულიასთან, ,,გალფის“ გენერალურ დირექტორ ქრეიგ კრამერთან და კომპანიის დამფუძნებელ ვანო ნაკაიძესთან ერთად დაესწრო. ,,ეს პროექტი კარგი მაგალითია, იმისა, თუ როგორ გაერთიანდა მუნიციპალიტეტი, ბიზნესი და წარმატებული სპორტსმენი, რომელმაც ნამდვილად იცის წარმატების […]
რუსთავის მერმა არქიტექტურის სამსახურის ხელმძღვანელ კობა ძლიერიშვილთან ერთად, სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს, ქალაქის ურბანული და ჭალის ტყის განვითარების კონცეფციები გააცნო. პრეზენტაცია ურბანული განვითარების ახალი ხედვისა და ჭალის ტყის განვითარების საკითხებზე, მრჩეველთა საბჭოს წინაშე მერიის არქიტექტურის სამსახურის ხელმძღვანელმა კობა ძლიერიშვილმა წარადგინა. შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში წარიმართა და რუსთავის მერმა აღნიშნულ და სხვა მიმდინარე მნიშვნელოვან საკითხებზე, საბჭოს წევრების მიერ […]
გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების მიზნით შპს „ჯეოსთილის“ მიერ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში წარმოდგენილია ქ. რუსთავში, მეტალურგიული საწარმოს ექსპლუატაციის პირობების ცვლილების (წარმადობის გაზრდა) პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში და კანონით გათვალისწინებული თანდართული დოკუმენტაცია, რომელიც განთავსდა სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე (იხ. ბმული – https://nea.gov.ge/Ge/GZSH/1288). აღნიშნულ პროექტზე გარკვეული საკითხების დაზუსტების მიზნით, 2023 წლის 29 მარტის N21/2193 წერილის საფუძველზე სსიპ გარემოს ეროვნულმა […]
2023 წლის 11 მაისს, 14:00 საათზე, ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში, ქ. რუსთავში შპს „მშენებელი 2004“-ის ცემენტის საწარმოს ექსპლუატაციის პირობების ცვლილების სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა გაიმართება. დაგეგმილი საქმიანობის დასახელება: ექსპლუატაციის პირობების ცვლილება; საქმიანობის განმახორციელებელი: შპს „მშენებელი 2004“; დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილი: ქ. რუსთავი, მშვიდობის ქუჩა N1; საჯარო განხილვის ორგანიზატორი: სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო; დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვის […]
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პრობაციის ეროვნულ სააგენტოს და რუსთავის მერიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს, რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ლადო ხელაძემ მოაწერეს ხელი. მემორანდუმი, რუსთავში მცხოვრები ბენეფიციარების რეაბილიტაციასა და რესოციალიზაციის ხელშეწყობას ისახავს მიზნად. ორმხრივი შეთანხმება, სააგენტოს ბენეფიციარების პროფესიული განათლების პროგრამებში, ახალგაზრდულ, კულტურულ და სპორტულ აქტივობებში, ასევე, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომაში ჩართვას და […]
საქართველოში სივრცის დაგეგმარების გეგმის შემუშავების მიზნით, ქვეყანაში პირველად, სივრცითი ფორუმი მიმდინარეობს. ფორუმი, ქვეყნის ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა გახსნა და საქართველოს სივრცის დაგეგმარების გეგმის მნიშვნელობაზე ისაუბრა. კონფერენციის – „სივრცის დაგეგმარება – საქართველო 2023″ გახსნას, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები, მუნიციპალიტეტების მერები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების, პროფესიული […]
რუსთავის მერიისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტის ფარგლებში, რუსთავში, ქვეყნის მასშტაბით, პირველი მოქალაქეთა ასამბლეა ტარდება. პირველმა მოქალაქეთა ასამბლეამ რუსთავის მერიასთან ერთად, ეკოპროექტზე დაიწყო მუშაობა. მთავარი განსახილველი თემა, რუსთავის ტერიტორიაზე არსებული ჭალის ტყის განვითარების სტრატეგიაა, რომელიც ექსპერტებთან და შემთხვევითობის პრინციპით შერჩეულ რუსთაველებთან ერთად უნდა შემუშავდეს. ასამბლეის გახსნას, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, მერიის არქიტექტურის სამსახურის ხელმძღვანელი კობა […]
ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში, რუსთავის მუნიციპალიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის დირექტორმა კევინ მაკლოკლინმა და ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარემ მოაწერეს. მემორანდუმის ხელმოწერას, რუსთავის მერის მოადგილეები, სამსახურების ხელმძღვანელები და საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ წევრები დაესწრნენ. ,,რუსთავის მერიის გუნდის მიერ დაწყებული რეფორმების განხორციელებაში, […]