ნინო ლაცაბიძე – ჩვენს მოსწავლეებს, განსაკუთრებით პირველკლასელებს, მთელი გულით ვულოცავ სწავლის დაწყებას, მათ ცხოვრებაში ახალი ეტაპი იწყება

რუსთავში, ახალი სასწავლო წლის დაწყება სპეციალურად ახალგაზრდებისთვის მოწყობილი კონცერტით აღინიშნა.
რუსთავის მერიის ორგანიზებით, დავით კლდიაშვილის სახელობის ახალ საზოგადოებრივ სივრცეში, რუსთაველებისთვის ჯგუფ ,,რეზო და ბავშვების“ კონცერტი ჩატარდა.
“ჩვენს მოსწავლეებს, განსაკუთრებით კი პირველკლასელებს, მთელი გულით ვულოცავ სასწავლო წლის დაწყებას, რადგან მათ ცხოვრებაში ახალი ეტაპი იწყება. გვინდოდა, რომ დღევანდელი დღე პოზიტოურად დამახსოვრებოდათ და ყველა ერთად ვყოფილიყავით. მიხარია, რომ სწორედ ამ მშვენიერ სივრცეში გვაქვს შესაძლებლობა, ვიზეიმოთ სწავლის დაწყება. კლდიაშვილის სკვერი, მნიშვნელოვანი რეკრეაციული სივრცეა. ქალაქის შუაგულში, 31 ათასი კვადრატული მეტრი ტერიტორია, დღემდე გაუნაშენიანებელი იყო, აქ ფაქტიურად არ არსებობდა ინფრასტრუქტურა. უკვე ბოლო დეტალები დაგვრჩა და რუსთაველები, სრულფასოვნად შევძლებთ ამ სივრცით სარგებლობას”, – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.
სკვერის სრული რეაბილიტაციის პროცესი, თითქმის დასრულებულია. პროექტი, 31 100 კვადრატულ მეტრ ფართობზე, ახალი რეკრეაციის გაშენებას, ბავშვთა გასართობი და სპორტული ინფრასტრუქტურის, დასასვენებელი ფანჩატურების, შადრევნის, ქვაფენილების, სარწყავი სისტემისა და განათების მოწყობას ითვალისწინებდა.
კლდიაშვილის სახელობის სკვერში სამუშაოები დასრულების ფაზაშია და წლის ბოლოს, რუსთავს კიდევ ერთი მრავალფუნქციური საზოგადოებრივი სივრცე შეემატება.

წინა რუსთავში, ჯავახიშვილის ქ. N7-ში სახიფათო და არასახიფათო ნარჩენების წინასწარი დამუშავებისა და აღდგენის საწარმოს მოწყობისა და ექსპლუატაციის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების თაობაზე შპს „რეციკლინგის“ მიერ წარდგენილი ანგარიშის შესახებ