ესთეტიკური და კოსმეტიკური ცენტრების მონიტორინგის ფარგლებში, სილამაზის სალონების წარმომადგენლებს ტრენინგი ჩაუტარდათ

მოსახლეობისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნის მიზნით, რუსთავის მერიის მიერ დაწყებული, ესთეტიკური და კოსმეტიკური ცენტრების მონიტორინგის კამპანიის ფარგლებში, დღეს, თბილისის გადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობის და კონტროლის მუნიციპალური ცენტრის ეპიდემიოლოგებმა, რუსთავში არსებული სილამაზის სალონების წარმომადგენლებს ტრენინგი ჩაუტარეს. ტრენინგი რუსთავის მერიის და ,,საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის და უსაფრთხო გარემოს ცენტრის’’ ორგანიზებით გაიმართა. შეხვედრაზე, ქალაქში მოქმედი კოსმეტიკური ცენტრების წარმომადგენლებს, დეტალური ინფორმაცია მიეწოდათ […]

რუსთავის მერიის ახალი მუნიციპალური სერვისი C ჰეპატიტის, აივ/შიდსის და ტუბერკულოზის სკრინინგს ითვალისწინებს

რუსთავის მერიამ მუნიციპალური სერვისების რეფორმის ფარგლებში, კიდევ ერთი ახალი პროგრამა აამოქმედა. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვაზე და უსაფრთხო გარემოს შექმნაზე ორიენტირებული მუნიციპალური მომსახურება, C ჰეპატიტის, აივ/ შიდსის და ტუბერკულოზის სკრინინგს ითვალისწინებს. პროგრამას, რუსთავის მერიის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრი ახორციელებს. კამპანია, სოციალურად აქტიურ მუნიციპალურ სამსახურებში ლაბორატორიული კვლევების ადგილზე ჩატარებასაც ითვალისწინებს. ახალი პროგრამის ბენეფიციარები, 18 […]

რუსთავის მერიამ უხუცეს რუსთაველ მხატვარს, გიორგი ჩალაძეს ნამუშევრების პერსონალური გამოფენა მოუწყო

რუსთავის მერიის ინიციატივით, თბილისის საკრებულოში, საქართველოს დამსახურებული მხატვრისა და მოქანდაკის, რუსთავის საპატიო მოქალაქის, არაერთი საპატიო წოდების მქონე ხელოვანის, გიორგი ჩალაძის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა მოეწყო. ,,ჩემი დიდი სურვილი იყო და ამაში თითოეული რუსთაველის აზრი ემთხვევა, რომ ბატონი გიორგის შემოქმედება, რომელიც 92 წლისაა და ძალიან დიდი ცხოვრებისეული გზა განვლო რუსთავში, კიდევ უფრო მეტ ადამიანს ენახა. დიდი მადლობა […]

რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის წარმომადგენლებს შეხვდა

რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის დირექტორ კევინ მაკლოკლინს და პროგრამის სხვა წარმომადგენლებს შეხვდა. ნინო ლაცაბიძემ შეხვედრაზე მუნიციპალური სერვისების განვითარების კუთხით, რუსთავში მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებზე ისაუბრა. რუსთავის მერმა USAID- ის წარმომადგენლებს ახალი მუნიციპალური სერვისცენტრის მიმდინარე პროექტიც გააცნო. USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამა ადგილობრივი ხელისუფლების, სამოქალაქო და კერძო […]

კამპანიის ,,თაობა მომავლისთვის” ფარგლებში, რუსთავის მერი მე-11 საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა

რუსთავის მერიის და ახალგაზრდების ერთობლივი კამპანიის- ,,თაობა მომავლისთვის“ ფარგლებში, შეხვედრები გრძელდება. ნინო ლაცაბიძე, ამჯერად მე-11 სკოლის მოსწავლეებს შეხვდა. ახალი კამპანიის მიზანი, რუსთავის განვითარების პროცესში, ახალგაზრდობის ჩართულობის გაძლიერება და მნიშვნელოვანი პროექტების მათთან ერთად დაგეგმვაა. კამპანიის ,,თაობა მომავლისთვის” ფარგლებში, ანალოგიური შეხვედრები, რუსთავის ყველა კერძო და საჯარო სკოლაში გაიმართება.    

საფეხბურთო კლუბ ,,რუსთავის” 11 წლამდე გუნდმა ლიეტუვაში ატეიტის თასის გათამაშებაში იასპარეზა

საფეხბურთო კლუბ ,,რუსთავის” 11 წლამდე გუნდმა ლიეტუვაში ატეიტის თასის გათამაშებაში მიიღო მონაწილეობა. რუსთაველებმა 28 გუნდს შორის მე-7 ადგილი დაიკავეს. ატეიტას თასის გათამაშებაზე, გუნდი რუსთავის მერიის დაფინანსებით გაემგზავრა.     2022 წელს, “რუსთავის” 11 წლამდე გუნდი სამი პრესტიჟული ტურნირის გამარჯვებული გახდა (Ateitis CUP 2022 Batumi, ბენდელას თასი, ელიტ ლიგა).  

რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეებს შეხვდა

რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეებს შეხვდა და სპეციალური სერთიფიკატები გადასცა. Squad-R ზამთრის ახალგაზრდული ბანაკი-2023, რუსთავის მერიის ,,სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის” ორგანიზებით გაიმართა. ბანაკის მიზანი რუსთაველი ახალგაზრდების შეხვედრების ორგანიზება, ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდა, პროექტებზე მუშაობის უნარების განვითარება და ახალგაზრდული შესაძლებლობების გამოვლენაა. პროექტს რუსთავის მერია აფინანსებს. ბანაკის ბოლო ეტაპის შეკრება თელავში თებერვლის ბოლოს […]

რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლებაში, მრავალფუნქციური რეკრეაციული სივრცის მოწყობა მიმდინარეობს

რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლებაში, რჩეულიშვილის ქუჩის მიმდებარედ, 15 ათას კვადრატულ მეტრ ფართობზე რეკრეაციული სივრცის მოწყობა მიმდინარეობს. პროექტი, მწვანე ქალაქის კონცეფციის ფარგლებში ხორციელდება და მულტიფუნქციური დასასვენებელი ზონის შექმნას ითვალისწინებს. სამუშაოების მიმდინარეობას, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე მოადგილე ბესიკ ტოგონიძესთან,  საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების” წევრებთან და ინფრასტრუქტურის სამსახურთან ერთად, ადგილზე გაეცნო. ,,რუსთავში, ისეთი პროექტების პარალელურად, როგორიცაა საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, […]

7 მარტს, რუსთავის თეატრი ჟიული შარტავას შესახებ სპექტაკლს წარმოადგენს

7 მარტი საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას დაბადების დღეა. მას 79 წელი შეუსრულდებოდა.  აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის 7 მარტს, 20:00 საათზე, რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის პროფესიულ-დრამატული თეატრი ნინო სადღობელაშვილის პიესის ,,დაბადების დღე“ მიხედვით დადგმულ სპექტაკლს წარმოადგენს. სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი სოსო ნემსაძეა. სპექტაკლი საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას მიერ სოხუმში გატარებული უკანასკნელი […]

რუსთავში, საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში კიდევ 25 ოჯახს გადაეცა

რუსთავში, წლების განმავლობაში დაუკანონებელ ბინებზე საკუთრების მოწმობების გაცემის პროცესი გრძელდება. საქართველოს მთავრობის განკარგულებით, სიმბოლურ ფასად – 1 ლარად, საკუთრებაში კიდევ 25 ოჯახს გადაეცა. დაკავებული ფართი. ინფორმაცია ბინების დაკანონების შესახებ, მოსახლეობას რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი დოხტურიშვილმა, მერის პირველ მოადგილე კახა გურულთან და რუსთავის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების’’ წევრებთან ერთად გააცნეს […]