რუსთავის ბაგა-ბაღების 5900-მა აღსაზრდელმა, რუსთავის მერიისგან საახალწლო საჩუქარი მიიღო

რუსთავის მერიამ, ქალაქის ბაგა-ბაღების ყველა აღსაზრდელს საახალწლო საჩუქრები გადასცა.

ტკბილეულისგან და სათამაშოსგან შემდგარი სასაჩუქრე ნაკრები 5900-მა ბავშვმა მიიღო.

პატარებისთვის საჩუქრების გადაცემას, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, მერის მოადგილე კახა გურული და ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი ეკა ხუციშვილი 44-ე ბაგა-ბაღში დაესწრნენ.

ქალაქის მერმა პატარებს, მათ მშობლებს და ბაგა-ბაღის თანამშრომლებს, დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა.

,,რუსთავში, 5900 პატარა საბავშვო ბაღებში მერიისგან მიიღებს საახალწლო საჩუქარს. ეს უკვე ტრადიციაა, მეორე წელია რაც საბავშვო ბაღებში ჩვენს პატარებს ტკბილეულით ვასაჩუქრებთ. ვცდილობთ, რომ ყველას შევუქმნათ საახალწლო განწყობა და მივულოცოთ დამდეგი შობა-ახალი წელი“, – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

რუსთავის მერიისგან საახალწლო საჩუქარი, ბაგა-ბაღების აღსაზრდელებთან ერთად, ჯამში 8870-მა რუსთაველმა მიიღო.

 

 

წინა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ საფეხბურთო კლუბ ,,რუსთავის” 12 წლამდელთა გუნდს ელიტ ლიგის მოგება მიულოცა